არ არის გაყიდვაში

პირველი მულტსახარში Wi-Fi-ით

19.05.2014
600

ინოვაციური REDMOND RMC-IH450 WIFI-ის შეძენას მალე ჩვენთნაც შეძლებთ ;)

REDMOND-მა WI-FI და ინდუქციური გათბობის ტექნოლოგია ერთ მოწყობილობაში გააერთიანა. მულტსახარშის მართვა სპეციალური მობილური აპლიკაციით ხდება, რომელიც მომხმარებელს სმარტფონსა და პლანშეტზე რეცეპტების შეგროვებასა და შენახვის შესაძლებლობასც აძლევს. ინოვაციურ REDMOND RMC-IH450 WIFI-ში საკვების მომზადება მაქსიმალურადაა გამარტივებული - მულტსახარშის ინსტრუქციის შესწავლა და პანელის წარწერებში გარკვევა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ყველა მოქმედების შესრულება უკვე მობილურითაა შესაძლებელი.

მულტსახარშის ფუნქციონალური უპირატესობები:

• მულტსახარშის სრულფასოვანი დისტანციური მართვა


მოწყობილობის მართვის ყველა ელემენტი მობილურის სპეციალურ აპლიკაცია REDMOND-შია დუბლირებული. თქვენ აპარატის მართვა ნებისმიერი მობილური მოწყობილობით შეგიძლიათ - პლანშეტით, სმარტფონით და სხვა. თვალყური ადევნეთ საკვების მომზადების პროცესს , შეცვალეთ დრო და ტემპერატურა, დაამატეთ მომზადების რომელიმე ფუნქცია თქვენი სახლის Wi-Fi ქსელის წვდომის ფარგლებში.

• რეცეპტების მრავალფეროვნება


REDMOND RMC-IH450 WIFI-ის სპეციალური მობილური აპლიკაცია REDMOND -ის მზარეულების მიერ შემუშავებული რეცეპტების ნაკრებს გთავაზობთ. თვენ ნებისმიერი რეცეპტის არცევას და მობილური მოწყობილობით მულტსახარშისთვის მომზადების ბრძანების გაგზავნას შეძლებთ. აპლიკაციაში არსებული მუდმივად განახლებადი რეცეპტებით მომხმარებელი უფასოდ შეძლებს სარგებლობას.

• კერძის მომზადება საკუთარი რეცეპტით


REDMOND RMC-IH450 WIFI-ის აპლიკაციის დახმარებით თქვენ თვითონვე შეგიძლიათ შექმნათ და მოიგონოთ სხვადასხვა რეცეპტი. აირჩიეთ ინგრედიენტები და გაუგზავნეთ მულტსახარშს მომზადების ბრძანება. ინოვაციური მულტსახარში თქვენ ფანტაზიას შეუზღუდავს გახდის. უკვე, აღარ დაგჭირდებათ გაზქურასთან დიდი დროის გატარება, უბრალოდ მოათავსეთ მულტსახარშში ყველა საჭირო ინგრედიენტი და თავისუფალი ხართ.

• ინდუქციური გათბობის ტექნოლოგია


REDMOND RMC-IH450 WIFI-ი საჭირო ტემპერატურას მყისიერად აღწევს, რაც საკვების უფრო სწრაფად მომზადების საშუალებას გვაძლევს. ინდუქციური გათბობის დროს საკვებს ყველა ის სასარგებლო თვისება და ვიტამინი უნარჩუნდება, რომლებიც როგორც წესი თერმული დამუშავების დროს ნადგურდება. ამასთან სწრაფი მომზადების ხარჯზე საგრძნობლად იკლებს ელექტროენერგიის მოხმარებაც.

ზევით