არ არის გაყიდვაში

Huawei-ის ახალი ფლაგმანი ანდროიდი Ascend P7

08.05.2014
ჩინურმა კომპანია Huawei-მ ახალი ფლაგმანი Ascend P7 წარადგინა. ახალმა გაჯეტმა, მისი წინამორბედის Ascend P6-ის ყველა საუკეთესო თვისებასთან ერთდ ახალი მახასიათებლები გააერთიანა. სმარტფონმა 4G მხარდაჭერილ მოწყობილობებს შორის ყველაზე თხელი, სულ რაღაც 6,5 მმ-იანი სისქის კორპუსი მიიღო. გაჯეტის წონა 124 გრამს შეადგენს.
huawei_ascend_p7_mini_smartphone.2

კომპაქტური ზომების მიუხედავად, Huawei Ascend P7-ის შიგთავსი სხვა კომპანიების პლატფორმას არ ჩამორჩება. ახალი სმარტფონი ოთხბირთვიანი ბაზის მქონე, Huawei Kirin 910T პროცესორზე მუშაობს, 1,8 GHz ტაქტიკური სიხშირით. Huawei-ის ახალი პროდუქტი 2GB-იანი ოპერატიული და 16 GB-იანი შიდა მეხსიერებით და 13 MP-იანი ძირითდი და 8 MP-იანი ფრონტალური კამერითაა აღჭურვილი. ფლაგმანის მუშაობისუნარიანობას 2500 mAh-იანი მოცულობის ელემენტი უზრუნველყოფს.

huawei_ascend_p7_mini_smartphone.4

Huawei-ის ახალი სარტფონი Full HD გაფართოების 5''-იანი IPS პანელითაა აღჭურვილი. მოწყობილობის კორპუს Corning Gorilla Glass 3-ის მტკიცე მინა იცავს.

უფრო დეტალურად, Huawei Ascend P7-ის ტექნიკური მახასიათებლები:
• ქსელი: GSM, WCDMA, LTE
• პლატფორმა: Android 4.4 KitKat
• დისპლეი: მოცულობითი, 5 ", 1920 x 1080 pixels, IPS
• კამერა: 13 MP, ავტოფოკუსი, ფლეშ-გამანათებელი, HDR, Full HD ვიდეო გადაღება, Sony BSI, დიაფრაგმა f/2.0
• ფრონტალური კამერა: 8 MP, HD ვიდეო გადაღება
• პროცესორი: ოთხბირთვიანი, 1,8 GHz, Huawei Kirin 910T, Mali-450 MP4
• RAM: 2 GB
• შიდა მეხსიერება: 16 GB
• მეხსიერების ბარათი: microSD
• A-GPS, GLONASS
• Wi-Fi (802.11a/b/g/n), DLNA
• FM-რადიო
• Bluetooth 4.0
• 3,5 მმ-იანი ყურსასმენის პორტი
• სინათლის სენსორი, ციფრული კომპასი, Gyroscopes
• აკუმულატორი: 2500 mAh
• ზომა: 139,8 x 68,8 x 6,5 მმ
• წონა: 124 გრ
• ფორმ-ფაქტორი: სენსორული მონობლოკი
• ტიპი: სმარტფონი

ზევით