არ არის გაყიდვაში

LG FLEX ახალი თაობის, მომრგვალებადი სმარტფონი

04.11.2013 15:12:51

  LG_G_Flex-3_large_verge_medium_landscape


 
LG-მ ოფიციალურად დაანონსა პირველი მომრგვალებული სმარტფონი, 6 დიუმიანი ეკრანით
LG Flex.

მოწყობილობა Samsung Galaxy Round სმარტფონის კონცეფციისგან განსხვავებით, ვერტიკალურად –
ზედა და ქვედა ნაწილებშია მომრგვალებული.

 

 

LG-Flex


ამ ეტაპზე სმარტფონი მხოლოდ სამხრეთ კორეის რეგიონისთვის არის განკუთვნილი.

იგი აღჭურვილია 720p რეზოლუციის მქონე 6 დიუმიანი ეკრანით,

Qualcomm 800 Snapdragon პროცესორით, 2 GB RAM ოპერატიული მეხსიერებით,

13 მეგაპიქსელიანი კამერითა და 3500mAh ელემენტით.

 

 

რაც შეეხება LG Flex-ის ინოვაციურ ფორმას, კომპანიის განცხადებით, ზარების განხორციელებისა და

ვიდეოს ყურებისას იგი მეტი ერგონომიულობით უზრუნველყოფს მომხმარებელს.

სმარტფონი ასევე აღჭურვილია ინოვაციური მახასიათებლით -“რასამახას თვითაღდგენის
შესაძლებლობით: LG Flex-ის კორპუსზე გადაკრულია თვითაღდგენადი საფარი,

რომელიც რამდენიმე წუთში აქრობს მოწყობულობაზე არსებულ, თუ განთავსებულ ნაკაწრებს.

 

 lg-g-flex

 

ანალიტიკოსთა ვარაუდით, LG Flex წარმოადგენს იმ მოდელის სატესტო ვერსიას, რომელიც
2014 წლის თებერვლის MWC ღონისძიებაზე გამოსაშვებად მზადდება.

 130810GalaxyRound_610x382-566x354

 


ზევით