არ არის გაყიდვაში

Huawei-მ სმარტფონები Mate 10 და Mate 10 Pro წარადგინა

26.10.2017 17:02:39

News_BEGE_720X272 (6)

მიუხენში, კომპანია Huawei-მ წარადგინა ახალი სმარტფონები Mate 10 და Mate 10 Pro. ისინი ჩაანაცვლებენ შარშანდელ მოდელებს Huawei Mate 9-სა და Mate 9 Pro-ს.

517460

ორივე სმარტფონს აქვს ორმაგი ძირითადი კამერა Leica. კამერა ამოიცნობს ობიექტს, შეარჩევს სცენის შესაბამის ოფციებს. შემდეგ აჯგუფებს გალერეაში სხვადასხვა ტიპის მიხედვით: "პორტრეტები", "დოკუმენტები", "საჭმელი", "ცხოველები" და ა.შ 100 მილიონი ფოტოს მეშვეობით მოხდა ხელოვნური ინტელექტის შექმნა.

1 

ხელოვნური ინტელქტის სისტემა აჩქარებს პროცესს, რითაც ზოგავს დროს და ელემენტის ენერგიაც ნაკლები იხარჯება. უმცროს მოდელს Mate 10-ს აქვს 5,99 დიუმიანი IPS-დისპლეი, გაფართოებით Quad HD (2560 x 1440 პიქსელი).

3 

უფროს მოდელს Mate 10 Pro-ს აქვს 6 დიუმიანი AMOLED დისპლეი, გაფართოებით Full HD+(2160 х 1080 პიქსელი). ის წყალგამძლეა და ერგონომიული დიზაინით გამოირჩევა, როგორც მისი უმცროსი „ძმა“. ორივე მოდელს აქვს ოპერატიული და შიდა ფლეშ-მეხიერება. Mate 10-ს აქვს 4 Gb-ი და 64 Gb-ი, ხოლო Mate 10 Pro-ს კი 6 Gb-ი  და 128 Gb-ი.

2 

ელემენტის მოცულობაა 4000 mah. სმარტფონებს აქვთ სწრაფი დატენვის ფუქნცია Huawei SuperCharge. ასე აქვთ კიდევ ერთი სპეციალური ფუნქცია PC Mode, რომლის მეშვეობითაც, ისინი მონიტორს უერთდებიან. სმარტფონების გაყიდვა 2017 წლის ნოემბირდან დაიწყება.

 


ზევით