არ არის გაყიდვაში

ZTE Axon M - დასაკეცი სმარტფონი ორმაგი ეკრანი

02.10.2017

News_720X272



როგორც ამბობენ, პირველი „აიფონის“ გამოშვების შემდეგ სმარტფონები, ძირითადად, იდენტურად გამოიყურებოდა. ახლა ჩვენ ველოდებით ორეკრანიან სმარტფონს „ZTE“, რომელიც შეეცდება, შეცვალოს ეს დინამიკა და გააოცოს საზოგადოება.

„ZTE Axon M“-ს ექნება ორი 1080 რეზოლუციის დესპლეი, რომლის ზომაც იქნება 6.8 ინჩი. რაც შეეხება შიდა მონაცემებს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მას ექნება Qualcomm Snapdragon 820 პროცესორი და 4 GB ოპერატიული მეხსიერება. ამას დამატებული 32 GB შიდა მეხისერება და ელემენტი, რომლის ტევადობა 3120 mAh-ს მიაღწევს. თუმცა ერთი ეკრანისთვის ეს მოცულობა საშუალოა, ხოლო ორისთვის - ძალიან ცოტა. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ მას ორი ელემენტი ექნება.


იმის ნაცვლად, რომ სმარტფონს ჰქონდეს კამერების სტანდარტული განლაგება - წინა და უკანა, ანუ ძირითადი, მას ექნება მხოლოდ ერთი კამერა, რომლის მოძრაობაც ნებისმიერი მიმართულებით შეგეძლებათ. ასე რომ, შესაძლებელი იქნება, ვუყუროთ ერთდორულად ორ გამოსახულებას.

სმარტფონის გამოშვების თარიღი 17 ოქტომბერია, ფასი კი - 650 დოლარი.


ზევით