არ არის გაყიდვაში

ბლუთუზიანი ბრონირებული სტერეო სისტემა

28.09.2017 14:00:21

Statia_720X272

Gigaboom - არის ძალიან ძლიერი ბლუთუზიანი აუდიო სისტემა, რომლის კორპუსიც ალუმინისაა, პოლიმერის დეტალებით. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ის უძლებს ვარდნას ოცდაათი მეტრიდან და იტანს ნესტიან და მტვრიან გარემოს. სტერეოს დაცვას უზრუნველყოფს IP67 სისტემა. ეს საკმარისია, რომ აუდიო სისტემამ იმუშაოს ღია სივრცესა და წვიმაში.


Gigaboom შედგება ორი ფართოზოლოვანი დრაივერისა და ორი მცირე სიხშირის საბვუფერისგან, რომელიც აღჭურვილია ორი 25 ვატიანი გამაძლიერებლით. ჩაშენებული მიკროფონი , მას ანიჭებს ტელეფონის ფუნქციასაც. ასევე აქვს მზის პანელი, რომლის აკუმლატორის ტევადობაც არის
16000 mah. მისი საშუალებით შეგიძლიათ სხვა გაჯეტებიც დატენოთ.

თუ თქვენ გადაწყვეტთ შეიძინოთ სტერეო სისტემა, ასევე გადმოგეცემათ მეტალის შესანახი ყუთი და კაბელების მთელი კომპლექტი. სრული ვერსიის შეძენა შეგეძლებათ 280 დოლარად, ხოლო კომპაქტურის - 170 დოლარად. პროდუქტის გაყიდვა 2018 წლის იანვრიდან დაიწყება. თუ ბუნებაში გინდათ მოუსმინოთ მუსიკას, ეს სტერეო სისტემა თქვენთვისაა.

ზევით