არ არის გაყიდვაში

ინტერნეტში Google-ის ახალი სმარტფონების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა

26.09.2017

News_BEGE_720X272

პრეზენტაციამდე Google-ის ახალი პროდუქციის შესახებ ინტერნეტში ინფორმაციამ გაჟონა. ინტერნეტში ყველა იმ პროდუქციის გამოსახულება და მახასიათებლები გამოჩნდა, რისი პრეზენტაციასაც კორპორაცია 4 ოქტომბრისთვის გეგმავდა. გავრცელდა ხმა, რომ Google სმარტფონებს  Pixel 2 XL და Pixel 2, ქრომბუქ Pixelbook, ვირტუალური რეალობის გარნიტურის Daydream View-ის მეორე თაობას და ჭკვიანი დინამიკის Google Home-ის მცირე ვარიანტს წარმოადგენს.

1-1


დღეისათვის ცნობილია, რომ  Google Pixel 2-ში წინამორბედისგან განსხვავებით მცირე ცვლილებები შეიტანეს. მწარმოებელმა დახვეწა კამერა და აპარატის შემადგენლობა განაახლა. გაჩნდა სითხისგან და სტერეოდინამიკისგან დაცვა. ყურსასმენების შესაერთებელი სმარტფონს აღარ აქვს. კორპუსი კი უფრო მგრძნობიარე გახდა. ახალი მოდელი თეთრ, ცისფერ და შავ ფერებში გამოვა. ფოტოებზე სმარტფონი მხოლოდ უკანა მხრიდან ჩანს. როგორც ამბობენ, სმარტფონის შიდა მეხსიერება 64  GB ექნება. Pixel 2-ის საწყისი ფასი $649 იქნება.

2-2

Google Pixel 2XL უფრო მეტ სიურპრიზს გვთავაზობს. ამბობენ, რომ მას ჩარჩოს გარეშე დისპლეი აქვს, ისევე როგორც წამყვანი ბრენდების ბოლო მოდელებს. მხარეთა შეფარდება იქნება 18:9. არსებულ ფოტოებზე ტელეფონი მხოლოდ თეთრი და შავი ფერით არის წარმოდგენილი. შიდა მეხსიერება მასაც 64 GB ექნება და $849 გაიყიდება.



ზევით