არ არის გაყიდვაში

Intel Core X - პროცესორი „მონსტრი“

26.09.2017 15:52:28

ინტელმა საკუთარი 18-ბირთვიანი პორცესორის ტექნიკური მახასიათებლები გამოაქვეყნა.

პროცესორების მწარმოებელმა, ცნობილმა კომპანია „ინტელმა“ ახალი ანონსით დიდი ხმაური გამოიწვია. მისი სახელია  Core X. ოჯახის თავში დგას „მონსტრი“ - „Core i9“, 18 ბირთვითა და 36 ნაკადით, რომელზეც დღემდე ბევრი არაფერია ცნობილი, მხოლოდ ფასი - 1999 დოლარი.
dsdfsdfdf-650x365
მოკლედ, თვრამეტბირთვიანი პროცესორი i9-7980XE 2,6 GHz სიხშირით იმუშავებს. Turbo Boost 2.0-ის დახმარებით სიხშირე 4,2 GHz -ს მიაღწევს, Turbo Boost 3.0-ით კი -  4,4 GHz-ს.

თუ Core X- ის სხვა მოდელებს შევხედავთ, მივხვდებით, რომ „ინტელი“ საკუთარი თავის ერთგული რჩება და კანონზომიერ ტენდენციას მიყვება - რაც უფრო ნაკლებია ბირთვის მოცულობა, მით მეტია სიხშირე.

Intel+x+series+family

რაც შეეხება გამოშვების თარიღს, 14 -18 ბირთვიანი პროცესორები გაყიდვაში სექტემბრის ბოლოდან იქნება, ხოლო 12 ბირთვიანი მოდელის i9-7920X შეძენა უკვე შესაძლებელია.


ზევით