არ არის გაყიდვაში

Sony-ს ახალი სმარტფონები - Xperia XZ1, XZ1 Compact და XA1 Plus

22.09.2017

NEWS_720X272

ტექნიკის გამოფენის IFA 2017-ის ფარგლებში Sony-მ  Xperia სერიის სამი ახალი სმარტფონი წარმოადგინა - Xperia XZ1, XZ1 Compact და XA Plus.

Xperia XZ1 5.2 დიუმიანი გარაფრთოებითა და Full HD დისპლეით 8 ბირთვიან 2.45 GH სიხშირის პროცესორზე Qualcomm Snapdragon 835-ზე მუშაობს, Dreno 540 გრაფიკით და LTE მოდემით. სმარტფონს აქვს 4GB ოპერატიული და 64 შიდა მეხსიერება და 256 GB microSD ბარათის სლოტი.

1-1


ხარისხიან ფოტო და ვიდეო გადაღებას უზრუნველყოფს 19MP ძირითადი კამერა f/2.0 დიაფრაგმიანი ლაზერული ფოკუსირებით, Steady Shot სტაბილიზაციით და დიოდური ფლეშ განათებით. ხელმისაწვდომია 4K და Slow-mo 960 fps ვიდეო გადაღება. ფრონტალური კამერა 13 MP-იანია,  f/2.0 დიაფრაგმით. Xperia XZ1 მთავარი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სახის საკმაოდ ხარისხიანი 3D სკანირება შეუძლია. სმარტფონის მეშვეობით 3D  ობიექტების შექმნას, სოცქსელებში გავრცელებას და 3D პრინტერზე ამობეჭდვას თავადაც შეძლებთ.

მოდელი ორ სიმ-ბარათზე მუშაობს. ნესტისა და მტვრისაგან დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისია. აკუმულატორის ტევადობა 2700 mAh-ია და აღჭურვილია სწრაფი ფატენვის Quick Charge 3.0 ფუნქციით. სმარტფონის საწყისი ფასი $700 იქნება. ის უახლეს, Android 8.0 Oreo-ზე მუშაობს.

ზომით უფრო პატარა Xperia XZ1 Compact  აღჭურვილია 4.6 დიუმიანი HD დისპლეით, იგივე პროცესორით, რითიაც XZ1, 4 GB ოპერატიულიდა 32 GB შიდა მეხსიერებით. microSD ბარათით გაფართოების შესაძლებლობით და f/2.0 დიაფრაგმის ფრონტალური კამერით. სხვა მხრივ მისი მახასიათებლები იგივეა, რაც Xperia XZ1-ის შემთხვევაში. მოდელის ღირებულება $600 დოლარი იქნება და გაყიდვებში ოქტომბრის დასაწყისიდან გაეშვება.

2-2

 

ახალ სერიაში ყველაზე ბიუჯეტური მოდელია Xperia XA1 Plus, რომელიც $380 ღირს და საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს. სმარტფონი MediaTek Helio P20 პროცესორზე მუშაობს Mali T880MP2 გრაფიკით.
 

3-3


აქვს 3/4 GB ოპერატიული და  32/64 GB შიდა მეხსიერება, ყველაზე შთამბეჭდავია ძირითადი და ფრონტალური კამერის პარამეტრები: 23 და 8 მეგაპიქსელით. მუშაობით, კი XA1 Plus თავის თანამოძმეებზე მეტს მუშაობს. აკუმულატორს სწრაფი დატენვის  PumpExpress+ 2.0 ფუნქცია აქვს, ტევადობა კი 3430 mAh. მუშაობს ОС Android Nougat-ზე.

 

 



ზევით