არ არის გაყიდვაში

iPhone 8 და iPhone X

13.09.2017

iPhone 8 და iPhone 8 Plus

12 სექტემბერს 2017 წლის ყველაზე მოლოდინით სავსე ღონისძიება გაიმართა. Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა კომპანიის ახალი პროდუქტი, მათ შორის iPhone 8 და 8 Plus, ასევე საიუბილეო და წარმოუდგენლად ძვირი iPhone X წარმოადგინა. პრეზენტაცია ახლახან გახსნილ სტივ ჯობსის სახელობის თეატრში შედგა, რომელიც კალიფორნიაში Apple Park-ის ინოვაციურ კამპუსში მდებარეობს.

iPhone 8 და iPhone 8 Plus


Apple-ის ლოგიკას რომ გავყოლოდით, წელს iPhone 7S უნდა გამოსულიყო,. თუმცა ახალი სმარტფონები რვიანი სერიით გამოვიდა, ამის მიუხედავად ისინი iPhone 7-ის აფგრეიდს წარმოადგენენ.


სმარტფონის დიზაინი წინა თაობის ვიზუალს იმეორებს, თუმცა უკანა პანელი ახლა უკვე შუშის აქვს. Apple-ში აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და მყარი მინაა. ეკრანის დიაგონალიც იგივე დარჩა: 4.7 დიუმი -  iPhone 8-ზე და 5.5 დიუმი -  iPhone 8 Plus-ზე. მათ მახასიათებლებში ისევ რჩება IP67 სტანდარტის მტვრისა და ნესტისგან დაცვა.

მთავარი ინოვაცია კი 6 ბირთვიანი ჩიპსეტი A11 Bionic-ია. 4,3 მილიარდი ტრანზისტორის გარდა, მის შემადგენლობაში შედის Apple-ის მიერ დამუშავებული გრაფიკული ჩიპი, Metal 2 Framework მხარდაჭერით. A11 Bionic-ს გამოსახულების უძლიერესი პროცესორიც აქვს, რაც სწრაფი ფოკუსირების საშუალებას იძლევა ყველაზე ცუდი განათების პირობებშიც კი. მთავარი კი, რაც ამ პროცესორს ახასიათებს -Portrait Lightning-ია. პორტრეტის გადაღების დროს ტექნოლოგია ცვლის განათებას და ახდენს შუქის სხვადასხვა წყაროს იმიტირებას.

iPhone 8 აღჭურვილია 12 მეგაპიქსელიანი ოპტიკური სტაბილიზაციის მქონე კამერით. iPhone 8 Plus კი ორი 12 მეგაპიქსელიანი f/1.8 დიაფრაგმიანი კამერით.

Apple-მა უდიდესი ყურადღება დამატებით რეალობას დაუთმო, როგორც კამერის სრულიად ახალ ფუნქციას. ახლა უკვე შეძლებთ მაგალითად თანავარსკვლავედის პროექციას. ტელეფონით ისეთი თამაშებით გართობასაც შეძლებთ, რომლის მოვლენებიც რეალურ სამყაროში ვითარდება, მონაწილეები კი უბრალოდ თამაშს აკონტროლებენ.

iPhone 8-ს საწყისი ფასი $699 იქნება. iPhone 8 Plus-ის კი $799.

iPhone X: მომავლის სმარტფონი

iPhone X - საიუბილეო მოდელი. სწორედ მას ელოდა ყველა და როგორც Apple-ში ამბობენ, სწორედ ის განსაზღვრავს სმარტფონის განვითარების გზას, მომავალ ათწლეულებში. მეტალის კორპუსს მინის უკანა პანელი და უსაზღვრო დისპლეი აქვს.  Super Retina ეკრანი შექმნილია 5.8 დიუმიანი OLED მატრიცის 2 436 × 1 125  გაფართოებით.

ყველაზე საოცარი კი სახის ამომცნობი სისტმა Face ID-ია, საკმარისია, შეხედოთ iPhone X და ის მაშინვე განიბლოკება. iPhone X სახის მოდელს 30 ათასი წერილისგან ქმნის და მისი ადაპტირების შესაძლებლობა აქვს ფიზიკური ცვლილებების (წვერის მოშვება, ან თმის შეღებვა) პირობებშიც კი. Apple-ში ამტკიცებენ, რომ Face ID-ის შეცდმის ალბათობა 1 : 1 000 000, ამიტომ მისი მოტყუება შეუძლებელია.

iPhone X საწყისი ფასი $999 იქნება.



ზევით