არ არის გაყიდვაში

12 სექეტემერს iPhone 8 გამოდის!

07.09.2017

12 სექტემბერს iPhone 8 ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება. Apple სამ ახალ მოდელს გამოუშვებს. iPhone X 5.8 დიუმიანი OLED-დისპლეით და ორ სხვა მოდელს, LCD ეკრანითა და 5.2; 5.5 დიუმიანი ეკრანებით.

BEGE_NEWS_720X272

მთლიან პანელზე გაშლილი რბილი OLED დისპლეი და განახლებული სენსორი ანაბეჭდების სკანირებისთვის, ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, რითიც ახალი მოდელები იქნება აღჭურვილი.

Home-ის ღილაკი გახდება ვირტუალური. მისი ფუნქციები, მათ შორის, Touch ID ანაბეჭდების სკანირება ეკრანის გარკვეულ ადგილს დაიკავებს.

5.8 დიუმიანი მოდელის გაბარიტები ისეთივე იქნება, როგორიც 4.7 დიუმიან iPhone 7-ს აქვს. ზომების შენარჩუნება კი შესაძლებელი გახდება ჩარჩოების მოცილების საშუალებით.

ეკრანის ძირითადი ნაწილი დაიკავებს 5.15 დიუმს, დანარჩენი ველი კი “ფუნქციონალური ზონისთვის” იქნება განკუთვნილი. მასზე განთავსებული იქნება ვირტუალური ღილაკები და თითის ანაბეჭდის სკანერი.

 

ფლაგმანის პროცესორი Apple 11-ის პლატფორმაზეა აწყობილი. ეს ჩიპსეტი 10 ნანომეტრიან ტექპროცესორზეა დაფუძნებული და გვპირდება, რომ იქნება ბევრად უფრო სწრაფი, ვიდრე წინა მოდელები.

გაიზრდება მეხსიერების მოცულობაც. iPhone 8-s მაქსიმალური მეხსიერება შეადგენს 128 GB, iPhone 8 Plus-ის კი - 256 GB.

წინა პანელიდან გაქრება ფრონტალური კამერა - მის ფუნქციას შეითავსებს მატრიცული ეკრანი. მატრიცის დიდი ფიზიკური ზომა გაზრდის სელფი კამერის ხარისხს.  ძირითადი კამერის გაფართოება გაიზრდება 16-20 მეგაპიქსელამდე, ფრონტალურის კი 8 მეგაპიქსელამდე და ის აღჭურვილი იქნება LED განათებით.

ფლაგმანის ფასი შეადგენს $1000 მეტს.

 



ზევით