არ არის გაყიდვაში

MicroSD ბარათი რეკორდული მოცულობით

05.09.2017

Bege_News_720X272

სულ რაღაც 10 წლის წინ microSD ბარათის მოცულობა 8 GB შეადგენდა. ახლა კი SanDisk-ის მიერ გამოშვებული ახალი ბარათის მეშვეობით მობილურის მეხსეიერების გაზრდა მთელი 400 GB-ით გახდება შესაძლებელი.

1


IFA-ს გამოფენაზე, რომელის ბერლინში 1-იდან 6 სექტემბრამდე იმართება, კომპანია Western Digital-მა SanDisk-ის ბრენდის ქვეშ წამოადგინა microSD ბარათი 400 GB მოცულობით. ის არა მხოლოდ რეკორდული ტევადობით გამოირჩევა, არამედ ფლობს A1 სიჩქარის კლასსაც, რაც აპლიკაციების უფრო სწრაფად გადმოწერის საშუალებას იძლევა.

მწარმოებლები გვპირდებიან რომ მონაცემების გადაცემის სიჩქარე შეადგენს 100MB-მდე წამში (როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს 1200 ფოტოა წუთში).

ბარათის საორიენტაციო ფასი შეადგენს $250.



ზევით