არ არის გაყიდვაში

Mira Prism iPhone-სთვის - ყველაზე იაფი წვდომა დამატებით რეალობასთან

01.09.2017

Bege_News_720X272

დამატებითი რეალობა ვირტუალურისგან იმით განსხვავდება, რომ მასში გადასასვლელად, გარე სამყაროსგან იზოლირება საჭირო არ არის. ამიტომ Mira Prism-ის შემქმენელები შემოიფარგლნენ iPhone-სთვის სათვალის მარტივი კონსტრუქციის შექმნით. სმარტფონი ამ შემთხვევაში მუშა სადგურისა და გამოსახულების წყაროს როლს ასრულებს, სათვალეებით კი დამატებით რეალობას ვუყურებთ.

სათვალე მსუბუქი, ნაკლებად შესამჩნევია და დამატებითი რეალობის სისტემის გამორთვის შემთხვევაში, გამოყენებისას პრობლემას არ ქმნის. აქტიურ რეჟიმში ის 60 გრადუსით ფარავს თვალთახედვას. სურათი ოკულარების შიდა ზედაპირზე ახდენს პროეცირდებას 1334ხ750 პიქსელით, ისევე როგორც iPhone-ში. ის იქმნება შესაბამისი პროგრამით და მთელი სისტემის სამართავად მოყვება დისტანციური პულტი.

ფორმალურად Mira Prism თავსებადია iPhone 6, iPhone 6S и iPhone 7-თან, რეალურად კი ყველა გაჯეტთან, რომელსაც აქვს  iOS-ის მხარდაჭერა. ფსონი იდება Apple-ის ARkit ინსტრუმენტების პაკეტზე, რომელიც არაოფიციალურად ბრენდის განვითარების წამყვანი მიმართულება გახდება.


გაჯეტი გაყიდვებში მიმდინარე წლის შემოდგომით გამოვა და საწყისი ფასი $99 იქნება. ამ დროისთვის კი თამაშებისა და გასართობი კონტენტის მწარმოებლებმა წესით კონტენტი უნდა მოამზადონ.

 



ზევით