არ არის გაყიდვაში

Meizu-მ M6 Note დააანონსა!

29.08.2017

News_BEGE_720X272

ამ დღეებში Meizu-მ M6 Note-ის პრეზენტაცია ოფიციალურად შედგა. კომპანიის M ხაზის უახლესი სმარტფონი Snapdragon 625 ჩიპსეტით არის აღჭურვილი და Meizu-ს პირველი სმარტფონია, Qualcomm ჩიპსეტით.

M6 Note 5.5 დიუმიან დისპლეის ფლობს Full HD გაფართოებით. ეკრანთან აქვს თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც Home-ის აღმნიშვნელი ღილაკის ფუნქციასაც ასრულებს.

M6 Note ორმაგი კამერითაა აღჭურვილი, რომელიც სმარტფონის უკანა მხარესაა განლაგებული. ის  Sony IMX362 -ზეა დამყარებული f/1.9 დიაფრაგმით. წინა პანელზე ფრონტალური 5 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს.

Meizu M6 Note  მუშაობს Android 7.1.2 Nougat ოპერაციულ სისტემაზე. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 4000 mAh აკუმულატორი, რომელიც 18 W-იან სწრაფ დატენვას უზრუნველყოფს.

Meizu M6 Note 3 ვერსიით გამოდის და ერთმანეთისგან მეხსიერების მოცულობით განსხვავდება. პირველ ვერსიას 3GB ოპერატიული მეხსიერება და 16 GB შიდა მეხსიერება აქვს. მეორე ვარიანტს ოპერატიული მეხსიერება ასევე 3 GB-იანი აქვს, შიდა მეხსიერება კი 32 GB-იანი. მესამე ვერსიაში ოპერატიული მეხსიერების მოცულბა 4 GB-მდე იზრდება, შიდა მეხსიერების ზომა კი 64 GB-მდე.

შესაბამისი იქნება სმარტფონების ფასით. მომხმარებელი M6 Note-ს  სამ ფერში: ოქროსფერში, ცისფერსა და შავში იხილავს.



ზევით