არ არის გაყიდვაში

Samsung-მა Galaxy note 8 ოფიციალურად წარადგინა!

25.08.2017

 

BEGE_NEWS_720X272

24 აგვისტოს Samsung-მა თავისი ახალი ფლაგმანი Galaxy Note 8 წარმოადგინა, რომელიც როგორც ველოდებოდით, თითქმის არაფრით განსხვავდება Galaxy S8-სგან.

დისპლეის დიაგონალი 6.3 დიუმია, გაფართოება - 2960 х 1440. გამოყენებულია Super AMOLED მატრიცა და შესაბამისად Always On Display ტექნოლოგია. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია (მაგალითად საათი და დატენვის დონე) ეკრანზეა გამოსახული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სმარტფონი დაბლოკილია. ეკრანი მეხუთე თაობის Gorilla Glas-ის დამცავი მინით არის დაფარული.

1-3

პრეზენტაციის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სმარტფონში ჩამონტაჟებულია ბოლო თაობის მატრიცა “საუკეთესო ფერებით” და “ფერების ახალი პროფილებით”.

რაც შეეხება საინტერესო დეტალებს: შესაძლებელია დაინტერესდეთ Live-note-ის შექმნის შესაძლებლობით, რომლის გაგზავნაც შექმნისთანავე შეგიძლიათ GIF-ანიმაციის სახით.

2-1

Galaxy Note 8 კომპანიის პირველი სმარტფონია, რომელიც 12 მეგაპიქსელიანი მოდულის, ორმაგი ძირითადი კამერითაა აღჭურვილი. როგორც ველოდებოდით ერთი ობიექტივი ფართოკუთხოვანია, მეორე კი ფართოფოკუსიანი, ორმაგი ოპტიკური ზუმით. გარდა იმისა, რომ სმარტფონს გამოსახულების გადიდება შეუძლია ხარისხის გაფუჭების გარეშე, ის ხარისხიან ფოტოს ცუდი განათების დროსაც იღებს და შეუძლია უკანა ფონის დრაპირება.

როგორც ყოველთვის Galaxy Note ახლაც სხვადასხვა ბაზრისთვის სხვადასხვა პროცესორით გაიყიდება. ზოგ ქვეყანაში ფლაგმანი Snapdragon 835-ით მოხვდება, სხვაგან კი Exynos 8895-ით. ოპერატიული მეხსიერება 6 GB-ია, შიდა მეხსიერება კი - 64 GB. სმარტფონი  Android 7.1.1. ვერსიაზე მუშაობს და რვიანზე განახლების წვდომა აქვს, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება.

3-1

სმარტფონი IP68 სტანდარტითაა დაცული და წყალში 1.5 მეტრის ქვეშ ნახევარი საათით ძლებს. აკუმულატორის მოცულობა 3300 mAh-ია. აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სკანდერით.

სარეკომენდაციო ფასი ევროპისთვის 999 ევროა. გაყიდვები 15 სექტემბრიდან დაიწყება. ზოგ ქვეყანაში წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

Samsung-ის ახალმა სმარტფონმა მიმომხილველთა კრიტიკა დაიმსახურა, უმთავრესად S8-სთან მსგავსების გამო, რის გამოც, ითქვა კიდეც, “ეს არის Note სერიის დასასრულის დასაწყისი”.



ზევით