არ არის გაყიდვაში

ახალი Update - Android 8.0 Oreo

22.08.2017

BEGE_NEWS_720X272



მზის დაბნელებას აშშ-ში უფრო მეტი ადამიანი ელოდა, ვიდრე Android-ის ახალი ვერსიის გამოშვებას, რაც ლოგიკურია: Android წელიწადში ერთხელ ნახლდება, მზის მორიგ სრულ დაბნელებას კი უფრო დიდ ხანს უნდა ველოდოთ. ახალი Android კოდური სახელწოდებით Oreo, მომხმარებელს ახალი სლოგანითაც ეგებება “უფრო ჭკვიანი, სწრაფი, ძლიერი, ტკბილი”.

უფრო ჭკვიანი

  • Ambient Screen. შემომავალი შეტყობინება გამოირჩევა უფრო დიდი შრიფტით და შეტყობინებასთან წამიერი წვდომით.
  • პრინტერის ინტეგრირებული მხარდაჭერა. Android-ის ბაზაზე არსებული მოწყობილობები ამიერიდან შეძლებენ Mopria-ს სერტიფიკატის მქონე ყველა პრინტერთან მუშაობას, რაც მსოფლიო პირნტერების 97% შეადგენს. 
  • მინიშნებები მენიუს პუნქტებზე. 
  • შეტყობინების კატეგორია: უფრო დაწვრილებითი და საფუძვლიანი კონტროლი იმაზე, თუ რა შეტყობინებები გამოგიჩნდებათ და რა სახით.

1

უფრო სწრაფი

    • ორჯერ უფრო დაჩქარებული მოწყობილობის ჩართვა. 
    • გაზრდილი კონტროლი ფონურ პროცესებზე სისტემის საერთო წარმოების გასაუმჯობესებლად. 
    • ფონური მოთხოვნების ადგილმდებარეობის შეზღუდული სიხშირე მეტი ავტონომიისთვის. 
    • Project Treble მოდულის არქიტექტურა, რომელიც აჩქარებს და ამარტივებს Update-ს. - ყველაზე მთავარი ცვლილება ანდროიდში ამ დროისათვის.

უფრო ძლიერი

• ამიერიდან პროგრამები შეძლებენ გამოიმუშაონ ვიზუალურად ბევრად მდიდარი კონტენტი, უფრო მკვეთრი ფერებით და თხელი გრადაციებით. 
   • Google Play Protect-ის გაუმჯობესებული მხარდაჭერა, ტექნოლოგიის რომელიც ახდენს დღეში 50 მილიარდი პროგრამის სკანირებას, რათა უზრუნველყოს თქვენი მოწყობილობისა და ინფორმაციის უსაფრთხოება. 
   • “ფანჯარა ფანჯარაში”. ბევრი დავალების მიცემის გადამუშავებული რეჟიმი, რომელშიც ერთ-ერთი პროგრამა მუშაობს საშუალო ზომის ფანჯარაში და პარალელურად მიმდინარეობს ძირითად პროგრამასთან ურთიერთქმედება.

ტკბილი

   • ადაპტირებული იკონკები. მწარმოებლები თავისი პროდუქტის იკონკების წარმოდგენას ველის გარეშე შეძლებენ, OEM-ის მწარმოებლები კი მათ წარმოებას მოწყობილობის ინტერფეისის დიზაინის შესაბამისად მოახერხებენ. 
   • ახალი აპლიკაია, რომელიც საშუალებას იძლევა ბმულების საშუალებით გადააგზავნოთ ფაილები. 
   • მაღალი კლასის აუდიოს მხარდაჭერის აპლიკაცია. 
   • ტექსტის ზომის ავტომატური შერჩევა Textview-ს საშუალებით, რაც უფრო ამარტივებს ტექსტის ზომის ოპტიმიზრებას  
   • სხვადასხვა ზომის ეკრანზე იმ შემთხვევაში, თუ მასზე გამოსახულია დინამიური კონტენტი. 
   • Wi-Fi ასისტენტი. ავტომატურად ერთვება საუკეთესო ღია Wi-Fi-სთან და უსაფრთხოების მიზნით შეერთებას ახორციელებს VPN-ის საშუალებით.
   • ახალი სმაილები 
როგორც ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებიდან ჩანს, Android Oreo არც ისეთი დიდ სიახლეებს გვთავაზობს და მარტივად შეეძლო 7.5 ვერსიის მიღება, მაგრამ რადგან ამ წელს რვიანი მოდაშია, Google-მაც გადაწყვიტა ახალ ტრენდს აყოლოდა. Update-მა უკვე დაიწყო გავრცელება. პირველი, ვინც მას მიიღებს იქნება Pixel-ის სმარტფონები და Nexus-ის ძველი თაობა, Pixel-ის პლანშეტი და Nexus Player. წლის ბოლოს Oreo ხელმისაწვდომი გახდება ბრენდებისთვის: Essential, General Mobile, HMD, Huawei, HTC, Kyocera, LG, Motorola, Samsung, Sharp, Sony.

ზევით