არ არის გაყიდვაში

Nokia 8 ოფიციალურად გამოვიდა!

18.08.2017

1

Nokia-ს გულშემატკივრები ერთ დროს საუკეთესოდ მიჩნეული ბრენდის დაბრუნებას დიდი ხანია ელოდნენ და ეს დღეც დადგა. ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა დაბრუნდა და რამდენიმე დღის წინ გაყიდვაში Nokia 8 გამოუშვა. 6000 სერიის პრიალა ალუმინის მასალა და ინოვაციური შესაძლებლობები - ეს არის ბრენდის ახალი ფლაგმანი, Nokia 8 და სანამ მოდელი საქართველოს ბაზარზე გამოჩნდება, ჩვენ მის მახასიათებლებზე მოგიყვებით.

 


სმარტფონი აღჭურვილია 5.3 დიუმიანი QHD რეზოლუციის IPS LCD ეკრანით, Snapdragon 835-ის ჩიფსეტით, 4 და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით(LPDDR4X), 64 და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით(UFS2.1), IP54 სერთიფიკატით, წყლის მომენტალური გადასხმისგან დაცვისთვის, USB3.1, OZO-ს სტერეო აუდიო სისტემით, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკით, 3 მიკროფონითა და 3090 მილიამპერიანი ბატარეით.


Nokia 8-ს 14 მეგაპიქსელიანი გაფართოების,  ფერადი და მონოქრომული სენსორებიანი უკანა ორმაგი კამერა და ფართოკუთხიანი, ავტოფოკუსიანი ფრონტალური კამერა აქვს. ორივე კამერა აღჭურვილია ZEISS -ის ლინზებით.


ჰოლივუდის ტექნოლოგია შენი ხელის გულზე - Nokia-ს ინოვაციაა. Nokia 8 კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტელეფონია, რომლის კამერასაც შეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო, OZO-ს ტექნოლოგიის 360 გრადუსიანი ხმის ჩაწერის შესაძლებლობით. ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც ჰოლივუდის კინემატოგრაფისტები და კინოპროდუსერები იყენებენ.


Nokia 8 აწყობილია Qualcomm® Snapdragon ™ 835 Mobile პლატფორმაზე, რაც ელემენტის სამუშაო დროის გაზრდას ემსახურება.  სპეციალური სპილენძის მილები, გრაფიტის საფარით, უზრუნველყოფს სითბოს განაწილებას მთელ კორპუსზე, რათა არ მოხდეს კონკრეტული დეტალების გადახურება.


Nokia 8-ს Android 7.1.1. ოპერაციული სისტემა აქვს Android 8.0.0 ვერსიის update-ის შესაძებლობით.


მიუხედავად, იმისა, რომ ბაზარზე სულ ახლხანს გამოჩნდა, Nokia ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიური ბრენდის სახელის დაბრუნებას გეგმავს და ტელეფონების შესაბამის აღჭურვილობას გვთავაზობს. ასე რომ დაველოდოთ.



ზევით