არ არის გაყიდვაში

Google ქართულად ალაპარაკდა!

15.08.2017

google


Google ქართულად ალაპარაკდა. დღეიდან ის უკვე თავისუფლად ფლობს ჩვენს მშობლიურ ენას, და მასზე მიცემულ ხმოვან ბრძანებებს შესაბამისად მოძიებული ინფორმაციით პასუხობს.  

 

Google-მა  ხმოვანი ბრძანების ფუნქციას და აპლიაცია Gboard-ს 30 ახალი ენა დაამატა.

source

ამიერიდან ხალხი, რომელიც გუჯარატის, ნეპალის და რაც მთავარია ქარულ ენებზე ლაპარაკობს, მარტივად შეძლებს ხმოვანი ბრძანების საშუალებით იპოვონ სასურველი ინფორმაცია, კლავიატურაზე აკრეფვის მაგიერ. მისით მსოფლიოს მილიარდობით ადამიანი შეძლებს სარგებლობას.

GOOGLE-ის  აპლიკაციის განვითარების მოტივაცია მარტივი გასაგებია. მისი საშუალებით ინფორმაციის მოძიებას სამჯერ უფრო სწრაფად შეძლებთ, ვიდრე ვრცელი ტექსტის აკრეფვით.

gif2

Google-მა ახალ ფუნქციაზე მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან ერთად იმუშავა რათა რეალურ მომხმარებლებს წარმატებით შეძლებოდათ მასთან მუშაობა.

დღეიდან ცვლილება ხელმისაწვდომია  Cloud Speech API-ზე და მალე უფრო მეტ Google-ის აპლიკაციაში, მათ შორის, Translate-შიც გამოჩნდება.

Google-ის აპლიკაციაში ქართული ენის ჩასართავად, უნდა შეხვიდეთ პარამეტრებში, აირჩიოთ  Voice, შემდეგ Languages და ჩამონათვალში აირჩიოთ მხოლოდ ქართული. ქართულის დაყენება მთავარ ენადაც შეგიძლიათ დააყენოთ, ხოლო მეორად ენებად ინგლისური, ან რუსული მიუთითოთ. ამისთვის დიდხანს უნდა დააჭიროთ პრიორიტეტულ ენას, ხოლო მეორე ხარისხოვნებს მხოლოდ ერთხელ დააწვეთ.

ასე რომ სცადეთ.



ზევით