არ არის გაყიდვაში

Huawei Mate 10-ის გამოშვებას 16 ოქტომბერს მიუნხენში აანონსებს

11.08.2017

წლის დასაწყისში Huawei P10-ის დაანონსებისა და ივნისში  honor 9-ს გამოშვების შემდეგ, კომპანიის გულშემატკივართა მოლოდინი მიმართული იყო Mate-ს სერიის სმარტფონისკენ, რომლის გამოშვებაც 2017 წლის ოქტომბრისთვის ანონსდებოდა. ახლა კი, მის შესახებ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი.

ნიუსი

 

Huawei-მ შეძლო შეექმნა ახალი თაობის აკუმულატორი, გრაფენის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც იცავს გადახურებისგან და შეუჩერებლად შეუძლია მუშაობა 60 გრადუს ტემპერატურაზეც კი. მისი მოხმარების ვადა კი ჩვეულებრივი კვების წყაროებზე ორჯერ მეტია. ცნობილი გახდა, რომ Hyawei Mate 10 მომხმარებელს არა მხოლოდ ჩარჩოს გარეშე ვიზუალით მოხიბლავს, არამედ მუშაობის ავტონომიურობითაც, რაც გრაფენის 4500 mAh-იანი აკუმულატორის წყალობით გახდა შესაძლებელი. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაცია მიუნხენში შედგება და Mate 10-თან ერთად ბევრად უფრო კომპაქტური და მოსახერხებელი Huawei Mate 10 Lite-ს პრეზეტაცია გაიმართება. Mate 10-ს ექნება დღეისათვის საკმაოდ პოპულარული JDI-ის 6 დიუმიანი ეკრანი 18:9 გვერდების თანადარდობით (2160x1080 პიქსელს).

Hauwei-Mate-10-Concept-introduction-YouTube

გარდა ამისა, თუ ჭორებს დავუჯერებთ, სმარტფონი მიიღებს ერთკრისტალიან სისტემა Kirin 970 - 8 ბირთვიან პროცესორს კომპანია HiSilixon-სგან. ელოდებიან, რომ Mate 10 აღჭურვილი იქნება ორმაგი კამერით, როგორც წინა, ისე უკანა მხარეს.  ოპერატიული მეხსიერების მოცულობამ შესაძლოა 8 GB შეადგინოს.

ვრცელდება ახალი აპარატების სავარაუდო ფასიც. Huawei Mate 10 სავარაუდოდ $1100 ეღირება. უფრო კომპაქტური და გამარტივებული ვერსია Lite კი ორჯერ უფრო იაფად გაიყიდება. თუ ეს ინფორმაცია სწორია, Huawei-ს ზედმეტად ყოფილა საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ მის პროდუქციას თაროებიდან დაიტაცებენ.

ზევით