არ არის გაყიდვაში

ჭკვიანი ქუდი, ყურსასმენის ფუნქციით!

04.08.2017



ჭკვიანი ქუდი


ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა, ბევრი ისეთი ნივთი ჩაანაცვლა, რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. შეცვლის თუ არა ყურსასმენებს ჭკვიანი ქუდი, რომელიც სულ ახლახანს გამოიგონეს?

ერთი შეხედვით Smart ქუდი Zeroi გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი კეპი, მაგრამ ეს ტექნოლოგიური აქსესუარი, ჩვეულებრივ ქუდზე ბევრად მეტია. კეპში მოთავსებულია ოთხი დინამიკი. კავშირს ამყარებს სმარტფონთან, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ განახორციელოთ ზარები და მოუსმინოთ მუსიკას, ყურსასმენების გამოყენების გარეშე.

ZEROi სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებთ უკავშირდება, ამიტომ მას აღარ სჭირდება არავითარი სადენი და პირდაპირი კავშირი მოწყობილობასთან. აკუმულატორი უზრუნველყოფს 5 საათიან მუშაობას მხოლოდ ერთი დატენვით. მისი აქტივირება შესაძლებელია ერთ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით. ბატარეისა და დინამიკების გარდა ქუდში ჩამონტაჟებულია მიკროფონიც, რომელიც საშუალებას გაძლევთ უპასუხოთ ზარებს, ისე, რომ ტელეფონი ჯიბიდან არ ამოიღოთ.

ZEROi  არა მხოლოდ ფუნქციონალზე, არამედ სტილზეც არის ორიენტირებული. ის ორ მოდელსა და სხვადასხვა ფერებში გამოუშვეს. ქუდი დაფარულია ჰიდროფობიური მასალით, ამიტომ მფლობელებს მისი წვიმის ქვეშ გამოყენებაც შეუძლიათ ისე, რომ არ ინერვიულონ მათი საყვარელი ტექნიკის დაზიანებაზე.

აშშ-ში ZEROi  89 დოლარად იყიდება.



ზევით