არ არის გაყიდვაში

Airdog: დრონი, რომელიც თვითონ დაფრინავს

01.08.2017
დრონი 1

გინდათ, რომ დოკუმენტურად ასახოთ თქვენი თავგადასავლები, მეგობარს კი სულაც არ სიამოვნებს, თქვენთვის კამერით დევნა? დრონის ყიდვა გსურთ, მაგრამ გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მუდმივად მასთან ახლოს უნდა იმყოფებოდეთ? ამერიკული კომპანიამ Helico Aerospace Industries ამ პრობლემის გადასაწყვეტად დრონ Airdog შექმნა.

Airdog ADII - ჭკვიანი უპილოტო მფრინავი აპარატია თვალთვალის ტექნოლოგიით. მის გამოსაყენებლად არ არის საჭირო მართვის პულტი. დრონი ჰაერში გადაადგილდება და იწერს ვიდეოს, სანამ თქვენ სეირნობთ ველოსიპედით, ან სკეიტბორდზე, სრიალებთ თხილამურებზე, ან ღია ცის ქვეშ ცეკვავთ.


დრონი აღჭურვილია დისტანციური სენსორით, რომელიც მას ხელს უშლის მიწაზე დაენარცხოს ექსტრემალურ სიტუაციებში და ხელწ უწყობს შეცვალოს ფრენის სიმაღლე მაღალი სიჩქარით. მოწყობილობას ჩამონტაჟებული აქვს ბარომეტრიული ჰაერის მოძრაობის სენსორი, ექსელერომეტრი და GPS ნავიგატორი.

Airdog ADII-ის მართვა ხდება Airleash ტექნოლოგიის, მყარი, მსუბუქი, წყალგაუმტარი მოწყობილობის დახმარებით. მფლობელს შეუძლია დააპროგრამოს ის ფრენის სხვადასხვა რეჟიმზე. დრონის ფასი 1000 აშშ დოლარია.

ზევით