არ არის გაყიდვაში

Lenovo-მ დასაკეცი სმარტფონ-პლანშეტის პრეზენტაცია გამართა

28.07.2017

bege statia

მას შემდეგ, რაც 2007 წელს ბაზარზე პირველად გამოჩნდა iPhone, მომხმარებელი შეეჩვია თანამედროვე სმარტფონის ერთგვარ ტრადიციულ ფორმას. იზრდება ეკრანის ზომა და გაფართოება, იზრდება წარმოებაც, მაგრამ დივაისის კონცეფცია უკვე 10 წელია ძველ ფორმას ინარჩუნებს. Lenovo Folio კი ის დივაისია, რომელშიც ტელეფონის კომპაქტურობა პლანშეტის დიდ ეკრანს ერწყმის.

დასაკეცი სმარტფონ-პლანშეტის Lenovo Folio-ს კონცეფციის პრეზენტაცია Lenovo Tech World 2017-ის კონფერენციაზე გაიმართა. დივაისს რბილი სენსორული ეკრანი აქვს, რომლის ზომაც ცვალებადია 5.7-დან 7.8 დიუმამდე. ის ჩიპსეტ Snapdragon 800-ზეა აწყობილი. ეკრანის გაფართოება კი 1920x1440 პიქსელი აქვს.

მაგრამ ეს ტექნიკური მახასიათებლები, მომხმარებელს ჯერ-ჯერობით არაფერს ეუბნება, რადგან მოცემული მოწყობილობა, ჯერ მხოლოდ კონცეფციაა. იმ დროისთივს კი, როცა ბაზარზე გამოჩნდება, შეიძლება დაკომპლექტებული იყოს იმ მონაცემებით, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს იმ დროისთვის აქტუალური მონაცემებით.

გაჯეტის გადახრის რადიუსი 4.2 მილიმეტრია და უნდა აღვნიშნოთ უფრო ტევადი ბატარეაც, რაც შესაძლებელი ხდება Lenovo Folio-ს გაზრდილი ზომებით.

გახდება ახალი გაჯეტი მომავლის მობილური მოწყობილობების ფორმა-ფაქტორი თუ არა ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ Lenovo რომ ამ ფორმის პიონერი იქნება, ეს უკვე ნათელია.



ზევით