არ არის გაყიდვაში

iPhone 8-ს გარშემო ჭორები არ ცხრება!

25.07.2017

aifoni



ცნობილი გახდა, რომ iPhone 8 გაყიდვაში მხოლოდ 2018 წელს გამოვა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს Apple სამ მოდელს ერთად (iPhone 7S, 7S Plus და 8) გამოუშვებს, უარყოფილია.

“Foxconn-დან ჩვენმა მეგობრებმა დაადუსტერს, რომ ქარხანამ უკვე მიიღო შეკვეთები ორი მოდელის წარმოებაზე. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანია გამოუშვებს ორ და არა სამ სმარტფონს. ადრე გავრცელებული ჭორების თანახმად Apple გამოუშვებს ორ iPhone 7S-ს და ერთ iPhone 8-ს (ან iPhone Edition-ს), თუმცა ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს ასე არ არის”,

- ნათქვამია ვებპორტალ Macrumors ინსაიდერის განცხადებაში.



თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ვებ-გვერდი Macrumors და გვხასენებს, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ანალიტიკოსი მინ-ჩი კუო და თავისი რამდენიმე კოლეგის მსგავსად ამტკიცებდა, რომ Apple Iphone 6'' OLED-დისპლეით 2017 წელს გამოუშვებდა. თუმცა წარმოებასთან დაკავშირებული სიძნელეების გამო, ეს ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდებოდა.

ქსელში გავრცელდა iPhone 8-ს ამსახველი ფოტომასალაც. ერთ-ერთ ფოტოზე სმარტფონს მეტალის კორპუსი აქვს, იმ დროს, როცა სხვაგან iPhone 4-ს მსგავსად უკანა მხარე შუშისაა.

ოფიციალური ინფორმაციით ახალი iPhone გაყიდვაში 2017 წელს გამოდის Apple-ის ყოველწლიურ პრეზენტაციაზე. ჭორების თანახმად სმარტფონს 5.8 დიუმიანი OLED-დისპლეი და პიქსელების სიმჭიდროვის 521 ppi ექნება.

ზევით