არ არის გაყიდვაში

5G პირველად სან-მარინოში გაეშვება

21.07.2017

სანმარინო

სან-მარინოს რესპუბილკა მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც 5G ინტერნეტს გაუშვებს. ახალი თაობის ინტერნეტზე ქვეყანა 2018 წლის ბოლოდან გადავა.

სან-მარინოს ყველა მხრიდან იტალია ესაზღვრება. ადგილობრივი ოპერატორი Telecom Italia Mobile სან-მარინოს ტერიტორიის გამოყენებას ახალი ტექნოლოგიის საცდელ ველად გეგმავს. 2017 წელს ოპერატორი სან-მარინოს ძირითად ინფრასტრუქტურას მოამზადებს 5G-ზე გადასასვლელად.

Telecom Italia Mobile ახალი თაობის ინტერნეტის დატესტვას მილანისა და ტურისნის ტერიტორიაზე აწარმოებს, მაგრამ სან-მარინოში რადიო-სიხშირეების გამოყენებისთვის ნაკლები ნორმატიული შეზღუდვაა, ვიდრე იტალიაში. სწორედ სწორედ ამიტომ გაკეთდა არჩევანი მასზე.

Telecom Italia Mobile-ის ტექნიკური დირექტორის, ჯოვანი ფერიგოს სიტყვებით, ევროპამ 2G ინტერნეტის განვითარებაში მთავარი როლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ 3G და 4G დანერგვისას, ადგილი აზიის ქვეყნებს დაუთმო. “5G-სთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ევროპას ლიდერობა დავუბრუნოთ ახალი სტანდარტების დანერგვაში”, - ამბობს ის.

5G-phone-altered

მობილური ოპერატორები 5G ტექნოლოგიის გატესტვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებენ. ყველაზე მეტად სამხრეთ კორეა, ჩინეთი და აშშ აქტიურობს.

ევროკომისიის შეფასებით, რომელმაც 2016 წელს 5G-ს განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, ქსელის ახალ თაობაზე გადასვლისგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი 2025 წლისთვის 113 მილიარდ ევროს შეადგენს. ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად კი 56 მლრდ ევროს ჩადება იქნება საჭირო და პროექტი  2.3 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

 



ზევით