არ არის გაყიდვაში

ახალი აპლიკაცია ადამიანების ამოცნობის ფუნქციით

18.07.2017
app

Microsoft-მა უსინათლოთათვის უფასო მობილური აპლიკაცია Seeing AI გამოუშვა, - ნეიროქსელი, რომელიც სმარტფონის კამერის მონაცემებს აანალიზებს და ხმამაღლა გიყვებათ იმის შესახებ, თუ რა ხდება გარშემო.

დამოუკიდებლად რეჟიმისა Seeing AI -ის ნეიროქსელური აპლიკაციას შეუძლია ამოიცნოს სახელები, წარწერები, ტექსტები, ობიექტები, ან უბრალოდ გარემო ვითარება. ნაცნობი ადამიანების შესახებ (მფლობელის კონტაქტების სიაში შეყვანილი პიროვნებები) აპლიკაცია მათი სახელით გატყობინებთ. უცნობებს კი აღწერს და მოგითხრობთ მათი სახის ნაკვთებისა და გამომეტყველების, ასაკისა და ჩაცმულობის შესახებ.

სუპერმარკეტში აპლიკაცია შტრიხ-კოდების სკანირებას ახდენს და პროდუქტებს აღწერს. დოლარის ვალუტისკენ ტელეფონის მიმართვით, თქვენ მათ ნომინალს შეიტყობთ.

ტელეფონში რაიმე ნახატის ატვირთვით კი, მფლობელი მის აღწერას იღებს. თუ გამოსახულება კადრში ბოლომდე ვერ მოხვდა ან ამოცნობისთვის სხვა რაკურსი გახდა საჭირო, აპლიკაცია ხმოვან მინიშნებებს გაძლევთ, იმის შესახებ, თუ საით უნდა მივმართოთ სმარტფონი.

პანორამის აღწერისა და ხელნაწერი ტექსტის წაკითხვისთვის აპლიკაციას ინტერნეტთან კავშირი სჭირდება, სხვა ფუნქციები კი ამის გარეშეც კარგად მუშაობს.

ამ ეტაპისთვის Seeing AI ხელმისაწვდომი მხოლოდ iOS-ის მომხმარებელთათვისაა. მისი გადმოწერა კი ამერიკული App Store-დანაა შესაძლებელი.

ზევით