არ არის გაყიდვაში

სმარტფონ V30 Full Vision-ის პრეზენტაციას LG ბერლინში IFA-ს ფესტივალზე გამართავს.

14.07.2017


ლგ საიტი

ახალი გაჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი Qualcomm Snapdragon 835 პროცესორია და 18:9 ეკრანის გვერდების თანაფარდობაა.

LG -მ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ პრეზენტაცია 2017 წლის 31 აგვისტოს შედგება.

სმარტფონის შესახებ უკვე ბევრი რამ არის ცნობილი. სწორედ ამ დღეებში OnLeaks-ის ინსაიდერმა გამოაქვეყნა ვიდეო რომელზეც შეგვიძლია კარგად დავათვალიეროთ მოდელი და ჯეროვნად შევაფასოთ მისი დიზაინი.

ჭორების თანახმად V30 Full Vision დისპლეი ექნება 18:9 გვერდების თანაფარდობითა და 6 ან/და6.2 დიუმიანი დიაგონალით. ოპერატიული მეხსიერება გაჯეტს 4 ან 5 GB ექნება.  შიდა მეხსიერება კი 32 GB, 64GB, ან 128 GB.

სმარტფონს ორმაგი კამერა, მძლავრი დინამიკი, 3.5 მმ-იანი პორტი და უსადენო დატენვის მხარდაჭერა ექნება. V30 Google Daydream-ის ვირტუალური რეალობის პლატფორმის მხარდაჭერას მიიღებს.



ზევით