არ არის გაყიდვაში

სამზარეულოს ინოვაციური აქსესუარები

11.07.2017

კუხნა 1

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ცხოვრების მაქსიმალურად გამარტივებისკენ არის მიმართული. შესრულებული სამუშაოს სისწრაფე და ეფექტურობა - სწორედ ამას ცდილობენ გამომგონებლები ნებისმიერ სფეროში და მათ არც კულინარიული ტექნოლოგები ჩამორჩებიან.

სწორედ აღნიშნული პრინციპით ხელმძღვანელობენ ტექნოლოგები, როცა სამზარეულოს ინვენტარის დახვეწაზე მუშაობენ და ჩვენც ვცდილობთ ყოველი ასეთი ახალი გამოგონება უსწრაფესად მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს. სამზარეულოს ჩამჩების თანამედროვე ნაკრები და სალათის საჭრელი ჯამი, სწორედ ის პროდუქტია, რომელიც დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ.

სამზარეულოს აქსესუარების ნაკრები: კაუჩუკისგან დამზადებული ჩამჩა, ნასვრეტებიანი ჩამჩა და ჩაის დახურული დასაყენებელი, - აღნიშნულ კომპლექტაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი მასალაა, რომლისგანაც ის არის დამზადებული. კაუჩუკი არ ცხელდება და საშუალებას გაძლევთ ინვენტარი ყოველგვარი დამატებითი დაცვის გარეშე გამოიყენოთ, ისე, რომ სადილის მომზადება იქნება, თუ ჩაის დაყენება, ხელი არ დაიწვათ. კაუჩუკისგან დამზადებული აქსესუარები, საკვებთან კონტაქტისა და გაცხელების დროს საკმაოდ უსაფრთხოა. ის არ შედის რეაქციაში და შესაბამისად არ იწვევს საკვების დაბინძურებას.

სამზარეულოს აქსესუარების შემქმნელებმა ნამდვიალდ გაითვალისწინეს თანამედროვე ცხოვრების წესის ყველა მოთხოვნა: დახვეწილი დიზაინი, უსაფრთხოება და მზადების პროცესის გამარტივება. - სამზარეულოს ჩამჩების კრებული ამ თვალსაზრისით ნამდვილად იმსახურებს ადგილს თქვენს სამზარეულოში.

კიდევ ერთი ინოვაცია, რაც გვინდა წარმოგიდინოთ სალათის საჭრელი ჯამია. მწვანილისა ბოსტნეულისა და ხილის დაჭრა საკმაოდ მომაბეზრებელი პროცესია. საკმაო დროს გვართმევს, შესაძლოა ხელიც გავიჭრათ, ან თანაბარი ნაჭრები ვერ მივიღოთ და სალათის იდეალურ ვიზუალსაც ვერ მივაღწიოთ. სწორედ ამისთვისაა შექმნილი სალათის საჭრელი ჯამი. მოვათავსებთ ჯამში პროდუქტს, დავახურებთ საჭრელ თავსახურს და იდეალურად დაჭრილი ბოსტნეული მზად არის. არც ხელის გაჭრა გვემუქრება და არც ხელიდან რთულად გასაქრობი ხახვის სუნი.

ზევით