არ არის გაყიდვაში

Sharp სმარტფონის ჩარჩოებს ამსხვრევს

08.07.2017
Sharp1

ჩინურმა პორტალმა Mydrivers Sharp-ის ორი ახალი უპანელო მოდელის გამოსვლის ზუსტი თარიღი გამოაქვეყნა.

წყაროს მიხედვით იაპონელები არა მხოლოდ დაანონსებულ Sharp FS8016, არამედ მის შედარებით სუსტ ვერსიას Sharp FS8010 გამოუშვებენ. ორივე სმარტფონი 5.5 დიუმიანი უპანელო დისპლეით იქნება აღჭურვილი, 2048x1080 პიქსელის გადართოებით და 91.3%-იანი ეკრანის ეფექტური ფართობით. FS8016 (შედარებით სუსტი ვერსია) ექნება პროცესორი Snapdragon 630 და 4 GB ოპერატიული მეხსიერებით. Sharp FS8010 (ძლიერი) კი Snapdragon 660 და 6 GB ოპერატიული მეხსიერება ექნება. ორივე მოდელი წარმოდგენილი იქნება ახალი OC ანდროიდ 7.1.1 Nougat-ით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Sharp FS8010 და FS8016 პრეზენტაცია 17 ივლისს შედგება. მოდელების ფასი ცნობილი არ არის, მაგრამ ირკვა, რომ ორივე მათგანი საშუალო საფასო კატეგორიაში მოხვდება. ამას ადასტურებს სმარტფონების საშუალო სეგმენტის პროცესორებიც, რომლლითაც აღჭურვილი იქნება უპანელო ტელეფონები.

ზევით