არ არის გაყიდვაში

როგორი იქნება iPhone 8 - ახალი დეტალები

04.07.2017


1-2


KGI Securities ანალიტიკოსმა მინ-ჩი კიომ, რომელიც ცნობილია Apple-ის პროდუქციასთან დაკავშირებული პროგნოზებით, კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება კომპანიის შემდგომი სმარტფონები.

მისი თქმით 2017 წლის მეორე ნახევარში Apple iPhone-ის სამ ახალ მოდელს უშვებს. 4.7, 5.5 და 5.2 (სხვა ინფორმაციით - 5.8) დიუმიანი დიაგონალის ეკრანით.

ერთ-ერთი მოდელი, აღიჭურვება მატრიცა OLED-ით, მის ეკრანს ექნება მაქსიმალურად წვრილი ჩარჩოები და ვირტუალური შიდა ღილაკი. თითის ანაბეჭდის სკანერის ზედა პანელზე ჩაშენება ვერ ხერხდება და შესაძლოა ის უკანა პანელზე გადაიტანონ. თუმცა ასევე ვრცელდება სხვა ინფორმაციაც, რომ თითის ანაბეჭდის სკანდერი ახალ iPhone-ს საერთოდ არ ექნება, რადგან ტექნიკურად ვერ ხერხდება მისი სმარტფონში ჩაშენება.

OLED-ეკრანიანი მოდელი აღჭურვილი იქნება მფლობელის სახის ამომცნობი 3D სკანერის ფუნქციით.ეს 5.5 დიუმის ეკრანიანი ტელეფონია და მას ექნება 3 GB ოპერატიული მეხსიერება, იმ დროს, როცა 4.7 დიუმიან iPhone-ს ექნება მხოლოდ 2GB ოპერატიული მეხსიერება.

სამივე მოდელის მუდმივი მეხსიერებაა 64 ან 256 GB.


ზევით