არ არის გაყიდვაში

ინოვაციური გამოგონება - "ჭკვიანი" ბეჭედი

30.06.2017

ტოლკენი

დაიღალეთ დიდი რაოდენობის ბარათების ტარებით? გასაღებები, სამგზავროები, საბანკო ბარათები, სასაჩუქრე ბარათები… მათი რიცხვი, მართლაც, საკმაოდ დიდია. ახლა კი, ყველა იმ საჭირო ოპერაციის შესრულებას, რასაც აქამდე ბარათები უზრუნველყოფდნენ, ჭკვიანი ბეჭდის Token-ის საშუალებით შეძლებთ.

იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ბეჭდის მფლობელის პირადი მონაცემების დაცვა, გაჯეტის შემქმნელებმა მასში ორმაგი აუთენტირების ფუნქცია დაამატეს. პირველი ეტაპია თითის ანაბეჭდების სკანირება სენსორის საშუალებით. ის აქტივირდება ხელზე გაკეთებისას და ითიშება მოხსნისას.

მეორე ეტაპია NFC მონაცემების უსადენო გადაცემის ტექნოლოგიის გამოყენება. მიახლოების ოფტიკური სენსორის საშუალებით, ჭკვიანი ბეჭედი ამოიცნობს მფლობელს და უზრუნველყოფს, რომ მისი პირადი მონაცემები ხელმისაწვდომი არ გახდეს მესამე პირისთვის. ბეჭედი უკვე სინქრონიზირებულია 40-ზე მეტ სხვადასხვა სისტემასთან (მათ შორის MasterCard, Microsoft, Visa, HID და FitPay) მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამას, მიმდინარე წელს, კიდევ 20 სისტემა დაემატება.

ბეჭედი შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის ნაცვლად. თუმცა Tolken არ არის იაფი სიამოვნება. ყველაზე იაფი მოდელი 249 დოლარი დაგიჯდებათ. იმ შემთხვევაში კი, თუ ინდივიდუალური დიზაინის ბეჭედი გსურთ, 400$ გადახდა მოგიწევთ.

ზევით