არ არის გაყიდვაში

ფანრიანი ნოკია - ლეგენდის დაბრუნება

22.06.2017


nokia

მობილური ტელეფონების ბაზარზე ფანრიანი ნოკია 3310 ბრუნდება. 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ და სანდრო მობილურ ტელეფონს ძველი სახელით, მაგრამ მოდერნიზებული ვერსიით ვიხილავთ

 

მოდელის ორიგინალი ბაზრიდან 2005 წელს გაქრა. იმ დროისთვის მისი 126 მილიონი ეგზემპლარი იყო წარმოებული.

თავად კომპანია Nokia აღარ აწარმოებს მობილურ ტელეფონებს, მაგრამ ბრენდის ლიცენზია HMD Global-მა შეიძინა. ეს ფინური სტარტ-აპი ერთი წლის წინ შეიქმნა სწორედ ნოკიას აღორძინების მისიით.

ამ რეტრო-მოდელის გარდა, HMD Global-მა კიდევ სამი სმარტფონი გამოუშვა, რომლებიც Android-ის სისტემით მუშაობს.

“3310 პირველი, ნამდვილად მასობრივი მობილური ტელეფონი იყო, რომელსაც ამ დრომდე, ბევრი ადამიანი სითბოთი და ნოსტალგიით იხსენებს. HDM-ს რომ უბრალოდ სამი ახალი Nokia-ს ანდროიდის გამოსვლის შესახებ გამოეცხადებინა, სავარაუდოდ არც არავის დააინტერესებდა ეს ამბავი. ახალი 3310 კი ძალიან ჭკვიანური სვლაა და ველოდებით, რომ ის კარგად გაიყიდება” - ამბობს ტელეკომუნიკაციების ექსპერტი ბენ ვუდი.

ახალი Nokia ბაზარზე პოზიციონირდება, არა როგორც სმარტფონი, არამედ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი, რომელსაც ინტერნეტთან ნაწილობრივი წვდომა აქვს - რამდენიმე საბაზო ფუნქციის სახით.

ფანრიან ნოკიას არ აქვს 3G და 4G კავშირი და მუშაობს ბევრად უფრო ნელ, 2,5G სტანდარტზე. ოპერაციული სისტემა S30+ ინტერნეტში შესვლის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ სისტემისთვის შექმნილია მობილური პროგრამების საკმაოდ ვიწრო კომპლექტი, რომელიც არც კი შეედრება Android-ისა და iOS-ის პროგრამების მწარმოებლურობასა და მრავალფეროვნებას.

3310-ს ექნება ფოტოკამერა, თუმცა, ისიც საკმაოდ მოკრძალებული - მხოლოდ 2 მეგაპიქსელიანი.

ფარნიანი ნოკიას უპირატესობა კი ის არის, რაც, ჯერ-ჯერობით, ვერც ერთ სმარტფონს ვერ ექნება. HDM Global გვპირდება, რომ 3310-ის აკუმულატორი მომლოდინე რეჟიმში ერთი თვე გყოფნით, ხოლო შეუჩერებელი მუშაობის პირობებში 22 საათი.

რა თქმა უნდა, ნოკია ინარჩუნებს ორ თავის მთავარ ფუნქციას. მას აქვს ფანარი და პოპულარული თამაში “snake”

Nokia 3310-ის შეძენას უკვე შეძლებთ ჩვენს მაღაზიაში.



ზევით