არ არის გაყიდვაში

Amazon ონლაინ ბაზარზე მანქანების გაყიდვას გეგმავს.

20.06.2017

cars



ამაზონი თავისი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის: ავტომობილების გაყიდვას გეგმავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიამ ავტომობილების გაყიდვა თავის ბრიტანულ ვებგვერდზე უკვე დაიწყო. მას უკვე აქვს ონალინ საინფორმაციო ბაზა, სადაც მოცემულია ასობით ავტომობილის განხილვები, ფოტომასა და მახასიათებლები.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამაზონი გაყიდვებს მთელი ევროპის მასშტაბით განახორციელებს და უკვე დაიწყო ინდუსტრიის ექსპერტების დაქირავება. მათ შორის არის დარგის სპეციალისტი, კრისტოფ მოლერიც, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ Amazon გაყიდვების საპილოტე ქვეყნად გაერთიანებულ სამეფოს განიხილავს.

Amazon-ს მანქანების გაყიდვის გამოცდილება უკვე აქვს. შარშან კომპანიამ იტალიაში 500 Fiat გაყიდა, მაგრამ როგორც ჩანს Fiat-ზე არ გაჩერდება და პარტნიორულ ურთიერთობას გერმანიის წამყვან საავტომობილო ბრენდებთან დაამყარებს.

როგორ იქნება შესაძლებელი Amazon-ზე მანქანის ყიდვა? ერთ-ერთი წყარო ამ დეტალზეც ლაპარაკობს. მას შემდეგ, რაც კლიენტი Amazon-ის საშუალებით მანქანას შეუკვეთავს, ავტომობილი მის ახლომდებარე დილერთან ჩავა. სწორედ ამგვარი ხერხით მიიღებს ამაზონის მომხმარებელი სასურველ პროდუქტს.

ზევით