არ არის გაყიდვაში

ახალი OnePlus Apple-ის iPhone-ს ბაძავს?

16.06.2017

oneplus site



ცნობილი გახდა, რომ ახალი OnePlus 5-ის პრეზენტაცია 20 ივნისს შედგება. გავრცელდა ახალი სმარტფონის ფოტოებიც რომელიც OnePlus 5-ის წინა და უკანა მხარეებს აჩვენებს და როგორც გამოსახულებაში ჩანს, ის ძალიან ჰგავს Apple-ის iPhone 7 Plus. ამ მსგავსების გამო, მწარმოებელს შესაძლოა Apple-თან პრობლემებიც კი შეექმნას.

oneplus-52-1



ახალი სმარტფონი Snapdragon 835 პროცესორით და 6 GB-იანი RAM-ით გამოვა, ამას ემატება 64GB შიდა მეხსიერებa და 5.5 ინჩიანი დისპლეი Quad HD რეზოლუციით.

გავრცელდა ჭორებიც, რომ სმარტფონის მეორე ვერსია 8GB RAM-ით და 128GB შიდა მეხსიერებით გამოვა.

oneplus-5-2



ფოტოებშიც ჩანს, რომ სმარტფონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უკანა, ორმაგი, 13 მეგაპიქსელიანი კამერაა. ჯერ არ არის ცნობილი რამდენ მეგაპიქსელიანი იქნება წინა კამერა.

რამდენადაც ფოტოებით და არსებული ინფორმაციით შეგიძლია ვიმსჯელოთ, OnePlus საკმაოდ პოპულარული სმარტფონი გახდება. მეტ ინფორმაციას კი, მისი პრეზენტაციის შემდეგ გავიგებთ.

ზევით