არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy Note 8 უსაზღვრო ეკრანით სექტემბერში გამოვა

09.06.2017
123


Galaxy Club იტყობინება, რომ Samsung-ის ახალი ფლაგმანი, Galaxy Note 8 ამ დროისთვის იტესტება და 2017 წლის 1-6 სექტემბრამდე ბერლინში მოხდება მისი ოფიციალური პრეზენტაცია ტექნოლოგიურ ბაზრობაზე IFA.

Samsung Galaxy Note 8 გატესტვა, როგორც ჩანს ანდროიდ 7.1.1.-ზე ხდება და არა ანდროიდ 8 ბეტა ვერსიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი შესაძლოა იმაზე ადრე გამოვიდეს გაყიდვაში, ვიდრე ელოდებოდნენ, სავარაუდოდ აგვისტოში ან ადრეულ სექტემბერში. რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე Google-ის შემდგომი მობილური ოპერატიული სისტემა გაეშვება.

ამბობენ, რომ Samsung Galaxy S8 და S8+ მსგავსად, Galaxy Note 8 აქვს უსაზღვრო Infinity დისპლეი ეფექტურ 6.3 ან 6.4 ინჩიან ფორმატში, ორივე მათგანი ერთნაირი თანაფარდობით (18. 5:9) და რეზოლუციით QHD+ ან Ultra HD (4K). ასევე ამბობენ, რომ სმარტფონს ექნება ორმაგი კამერა, როგორც მაგალითად Apple-ის iPhone 7 Plus და Huawei P10.

და ბოლოს, ამბობენ, იმასაც, რომ Samsung Galaxy Note 8 გამოიყენებს ან Snapdragon 835, ან Exynos 8895 პროცესორებს, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ რეგიონში გაყიდვისთვის იქნება განკუთვნილი. ამას ემატება 6GB RAM და 64GB-დან 256GB-მდე შიდა მეხსიერება (მიკრო SD ბარათის მხარდაჭერით).

ზევით