არ არის გაყიდვაში

Sony Xperia XZ Premium-ით გადაღებული 960 კადრიანი შედევრი.

30.05.2017

BEGE_NEWS_720X272


თებერვალში Sony-მ Xperia XZ Premium-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია გააკეთა. 5,5 დიუმიანი IPS LCD დისპლეი, 3840 x 2160 პიქსელის გაფართოება, Snapdragon 835, 4 GB ოპერატიული მეხსიერება და IP68 სტანდარტის დაცვის სისტემა, ეს ის მონაცემებია, რომლითაც Sony-ს ახალი სმარტოფნია აღჭურვილი. მოდელის განსაკუთრებულობა კი, იმაში მდგომარეობს, რომ აქვს 19 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც 720p ვიდეოს წამში 960 კადრით იღებს. ახალი მოდელის გაყიდვაში გაშვება, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში იგეგმება, მანამდე კი Sony სმარტფონის ამ განსაკუთრებული ფუნქციის შესაბამის, ახალ, ეფექტურ რეკლამას გვთავაზობს.

Sony Xperia XZ Premium-ის ახალი სარეკლამო რგოლი ამჯერადაც შენელებული კადრების ეფექტს იყენებს. მოდელის წინა ვიდეო შენელებული კადრით გვაჩვენებდა სათამაშო თვითმფრინავის წრიულ მოძრაობას და წყალში მხტუნავ ბურთულებს.

1


Xperia XZ Premium-ის ახალი სარეკლამო რგოლი უკვე იხილეს კომპანიის თანამშრომლებმა. სცენები ლისაბონში 120 სმარტფონით გადაიღეს, სადაც Sony-მ ღონისძიებაც მოაწყო პრესის წარმომადგენლებისთვის.

მოდელის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფასი, ჯერ-ჯერობით უცნობია.


ზევით