არ არის გაყიდვაში

LED ნათურა, შეუბერე და აინთება!

16.05.2017

news_BEGE_720X272



დიზაინერმა სინ იანმა შექმნა უნიკალური ნათურა - Breeze.

ნათურის ჩასართავად საჭიროა უბრალოდ ნელა შეუბეროთ მას.
მოწყობილობა დაპროგრამებულია ჰაერის წნევის ცვლილებაზე ისე, რომ რაც უფრო დიდხანს უბერავთ, მით უფრო კაშკაშად ინთება ნათურა. მის ჩასაქრობად კი საჭიროა, მოკლედ და სწრაფად შეუბეროთ. ეს არის თავისებური, ცეცხლის ანთების იმიტაცია.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გარდა, მას ცეცხლთან კიდევ ერთი რამ აერთიანებს - მაგნიტების დახმარებით მას შეუძლია სხვა, მსგავსი ნათურების ანთება, ამისათვის ისინი უბრალოდ უნდა შეეხოთ ერთმანეთს.




ზევით