არ არის გაყიდვაში

Xiaomi Mi6 - ორმაგი კამერა და Snapdragon 835 პროცესორი!

02.05.2017

NEWS_720X272


Xiaomi Mi6
- ორმაგი კამერა და Snapdragon 835 პროცესორი! ცოტა ხნის წინ ჩატარდა Xiaomi-ს ახალი ფლაგმანის, Mi6 -ის პრეზენტაცია.

სმარტფონი მუშაობს უახლეს, 8-ბირთვიან პროცესორზე, Snapdragon 835, 6 GB ოპერატიული მეხსიერებით და 64GB და 128GB შიდა მეხსიერების ვერსიებით.

წინამორბედთან შედარებით, ტელეფონს აქვს უფრო მომრგვალებული კორპუსი, ორივე მხრიდან დაფარული 3D მოღუნული მინით. ჩარჩო მომზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

ტელეფონს გააჩნია დაცვა ტენიანობისგან. თითის ანაბეჭდის სკანერი დამალულია მინის ქვეშ. მოდელი ორი სტერეო დინამიკით არის აღჭურვილი. Apple-ს მსგავსად, Xiaomi-მ უარი თქვა ყურსასმენების პორტზე. მოდელს მხოლოდ USB Type-C პორტი აქვს.

1


5,15”-იანი დისპლეის გაფართოება Full HD-ა. ეკრანის მთავარი პლიუსი- სიკაშკაშის დიაპაზონი: მზიან ამინდში, შეგიძლიათ დააყენოთ 600 nt-ზე - ეკრანი იქნება ძალიან კაშკაშა, ხოლო ღამე, კითხვის დროს, ულტრა ბნელ რეჟიმზე - 1 nt-ზე

Mi6-მა მიყვება ორმაგი კამერების ტენდენციას. საინტერესოა რომ 12 MP-იანი მოდულებიდან ერთ-ერთი ფართოკუთხიანია მეორე კი- ტელეობიექტივი. ასეთი შეფარდებით, ციფრულ და ოპტიკურ სტაბილიზაციასთან ერთად, კამერა მკვეთრ და კაშკაშა სურათებს გადაიღებს, პროფესიონალური ეფექტებით.

ახალი ფლაგმანი უკვე გაყიდვაშია.


ზევით