არ არის გაყიდვაში

Nokia 8 - ივნისში!

18.04.2017

News_NOKIA_Site


წინა წლებში, ნოკიას საკმაოდ დიდი კრიზისი ჰქონდა, თუმცა, დღეს ის აღორძინების სტადიაშია. Nokia 3310 და Nokia 6 Best of Mobile World Congress-ისგან ჯილდოები მიიღეს.

ივნისში კი, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ახალ ფლაგმანს, Nokia 8-ს იხილავს.

ჭორებს თუ დავუჯერებთ, HMD Global-ის ნოკია 8 შეიძლება უმაღლესი კლასის სმარტფონების კონკურენტი გახდეს. ისევე, როგორც Galaxy S8, Pixel 2 და iPhone 8, მას დიდი ზომის ეკრანი ექნება, შესაძლოა 5,2” ან 5,5”.

არსებობს ვარაუდი, რომ Nokia 8-ს ექნება Qualcomm-ის 10-ნმ-იანი ჩიპსეტი Snapdragon 835. მეტალის კორპუსი, დისპლეი AMOLED QHD 2560x1440, 4 ან 6 GB ოპერატიული მეხსიერება, სერტიფიკაცია IP68, ვირტუალური რეალობის მხარდაჭერა Daydream VR და 23 MP-ზე არანაკლები ხარისხის კამერა.

სავარაუდოდ სმარტფონი იმუშავებს Android -ზე.

ზევით