არ არის გაყიდვაში

Huawei P10: მალე!

24.02.2017

Huawei_NEWS_720X272


2017 წელს სმარტფონების სამყაროს ემატება საკმაოდ ბევრი საინტერესო და ახალი მოდელი.
წელს ჩინური გიგანტი რამდენიმე მოდელს შემოგვთავაზებს. მათგან ერთ-ერთი და შეიძლება ყველაზე საინტერესო სმარტფონი არის Huawei P10, რომელიც წარმოდგენილი იქნება ორ დღეში, 26 თებერვალს სპეციალურ გამოფენაზე.

მოდელის ვიზუალურმა მხარემ დამსახურებული აღფრთოვანება მოიპოვა.. სპეციალურად Huawei P10 -თვის შექმნეს ფერების განსაკუთრებული პალიტრა.

V96qmSvmrwmyAQnVyDL7l9VRYn7VE1


მოდელი გამოვა ორ ვარიანტში: Huawei P10 და Huawei P10 plus შესაბამისად 5,2” და 5,5”-იანი ეკრანებით, სავარაუდოდ Corning Gorilla Glas 5 დამცავი მინით, შესაძლოა QuadHD გაფართოებით. კონტრასტულობისა და სიკაშკაშის მონაცემები ასეთ დისპლეიზე შეიძლება რეკორდული გახდეს.

huawei-p10-1


საინტერესოა სმარტფონის შიგთავსი:

უახლესი 8ბირთვიანი პროცესორი Kirin 960 კონკურენციას გაუწევს უძლიერესს Snapdragon 821-საც კი. მობილურის წარმადობას ზრდის 4 და 6 GB ოპერატიული მეხსიერება და გრაფიკული ბირთვი Mali-G71 MP8. შიდა მეხსიერება იქნება ან 128 ან 256 GB.

ამის გარდა, სმარტფონი იქნება აღჭურვილი ორმაგი 12MP-იანი ძირითადი კამერით 1.7 დიაფრაგმით! ფრონტალური კამერაც შთამბეჭდავია - 8MP.

3100 / 4000mAh მოცულობის აკუმულატორი, 4G, თითის ანაბეჭდის სკანერი და Type-C USB პორტი.

youtube-ის არხზე Huawei უკვე განათავსა დამაინტრიგებელი ვიდეო რგოლი, P10-ის შესახებ


ზევით