არ არის გაყიდვაში

Apple iPhone 8 ?

14.02.2017

NEWS_720X272


წელს Apple-ს 10 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებელები ელოდებიან ინოვაციურ პრეზენტაციას.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, წელს Apple-სგან iPhone 7s-ს და iphone 7s plus-ს მივიღებთ.. ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ ორ წელიწადში ერთხელ გამოდის შემდეგი რიგითი ნომრის მოდელი, და მისი გამოშვებიდან ერთ წელიწადში კი, იგივე ნომრის მოდელი “s” - პრეფიქსით. გამონაკლისები გახდნენ iPhone SE, iPhone 5c.

Apple-Prepares-To-Release-New-iPhone-7-And-The-Apple-Watch-2


მაგრამ Apple გვაინტრიგებს. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრენდი გადაახტება 7s- მოდელებს და პირდაპირ განსაკუთრებულ, iPhone 8-ს შემოგვთავაზებს. ამას ხელს უწყობს ჭორები რომ “ვაშლის” ახალი მოდელი იქნება მინის კორპუსით და iphone 7-ისგან განსხვავებული, უამრავი ინოვაცია ექნება, ისეთი როგორიცაა თვალის ბადურის სკანერი, OLED დისპლეი და დიდი 5,5 “იანი ეკრანი.

უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, და დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდებზე და ინტერნეტში გავრცელებულ სტატიებზე.


ზევით