არ არის გაყიდვაში

Odyssey: Samsung-ის ინოვაციური გეიმერული ნოუთბუქი!

08.02.2017

NEWS_720X272


Ces 2017
-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დევაისი: Samsung Electronics -ის პირველი გეიმერული ნოუთბუქი. ახალი ხაზის მოდელებმა მიიღეს დასახელება Odyssey, რომელიც ამ ეტაპზე, წარმოდგენილია ორ ვარიანტში: 15,6” და 17,3” - ზომით.

ნოუთბუქი გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით, გააჩნიათ Full HD (1920x1080) დისპლეი, მის კორპუსში მოათავსეს მე-7 თაობის i7 Intel Core -ის პროცესორი (Kaby Lake არქიტექტურის). 

1_packed-with-power_012617

15,6” - იანი ნოუთბუქი აღჭურვილია 32 GB-მდე DDR4 ოპერატიული მეხსიერებით და NVIDIA GTX1050 გრაფიკით. შეგიძლიათ შეიძინოთ ვერსია 256 GB-მდე SSD ან 1 ТB-მდე HDD მეხსიერებით. მოდელს გააჩნია USB 3.0, ორი USB 2.0, HDMI, Ethernet და მეხსიერების ბარათის (სამი ერთში) სლოტი. მისი წონა არის 2,53 კგ.

კლავიატურამ წითელი განათება მიიღო. ცხელი ღილაკებით მართვა მარტივი და მოსახერხებელია: შესაძლებელია თამაშის ოპტიმიზაცია, ეკრანის სიხშირის მართვა და ა.შ. Odyssey იწარმოება თეთრ და შავ ფერებში.

3_Own-your-gaming-experience_v2_012617

მოსალოდნელია, რომ აკუმულატორი ავტონომიური მუშაობის რეჟიმში 9.5 საათს გაძლებს.


ზევით