არ არის გაყიდვაში

CES 2017: სმარტ ურნა!

24.01.2017

News_720X272


CES 2017 კომპანია GeniCan-მა წარმოადგინა ინოვაციური სანაგვე ყუთი, უფრო სწორად დევაისი, რომელიც უმაგრდება ურნას. ის შტრიხ-კოდის მეშვეობით ამოიცნობს იმ პროდუქტს რომელსაც თქვენ ნაგავში აგდებთ და ამატებს მას სიაში. თქვენ უბრალოთ უნდა მიიტანოთ სკანერთან ახლოს ეს პროდუქტი.

იმ პროდუქტებს რომლებსაც არ გააჩნიათ შტრიხ-კოდი, მაგალითად ვაშლი - მიგაქვთ სკანერთან და ეუბნებით მოწყობილობას რომ ეს არის ვაშლი :) და ის მასაც ამატებს საყიდლების სიაში.

Urna


საბოლო ჯამში ეს სია იგზავნება თქვენს სმარტფონზე და თქვენ გაქვთ საყიდლების დაზუსტებული სია. დამატებით თქვენ აკონტროლებთ იმ პროდუქტებს რომელსაც ყოველდღიურად მოიხმართ და შესაბამისად თქვენს რაციონსაც.

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ნაგვის ურნებიც “ჭკვიანები” გახდნენ…. რომელი საყოფაცხოვრებლო საგანი იქნება შემდეგი?! :)


ზევით