არ არის გაყიდვაში

Samsung -ის ახალი სმარტ მაცივარი Family Hub 2.0 CES 2017-ის გამოფენაზე!

09.01.2017

News_720X272



5 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით ლას-ვეგასში ჩატარდა გამოფენა CES 2017, რომელზეც კომპანია Samsung Electronics წარადგენს თავისი Family Hub 2.0 სმარტ მაცივრის ახალ თაობას.

მოგახსენებთ, რომ ორიგინალური მოდელის გაყიდვა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მაცივრის მთავარი თავისებურება არის უზარმაზარი 21,5”იანი სენსორული ეკრანი Full HD გაფართოებით.

Family Hub 2.0 წარმოდგენილია რამდენიმე ვარიანტად. სულ იქნება ხელმისაწვდომი 10 მოდელი, სამი ან ოთხი კარით.

რა სიახლეები გველის?

მაცივარმა მთელი რიგი განახლებული აპლიკაციები მიიღო .
მაგალითად, შიდა კამერების დახმარებით, შეიძლება იმის გაგება, თუ რა პროდუქტი მთავრდება მაცივარში და რისი ყიდვაა უკვე სასურველი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაამატოთ ამ პროდუქტების გამოსახულებები საყიდლების სიაში და მომენტალურად შეიძინოთ ისინი დისტანციურად MasterCard-ის აპლიკაცია Groceries -ის დახმარებით. ხოლო AllRecipes -ის აპლიკაცია Recipe - გაჩვენებთ საჭირო რეცეპტს და გაადიდებს ტექსტს მომზადებისას საჭირო მომენტში.

Family Hub 2.0-ის ახალი ინტერფეისი შექმნილია მთელი ოჯახისთვის. ოჯახის ყოველ წევრს შეუძლია საკუთარი პროფილის შექმნა, თავისი ავატარით. დისპლეიზე შესაძლებელია ფოტოსურათების, წარწერების პუბლიკაცია, კალენდრის ნახვა და ა.შ. თუმცა, იგივე ქმედებების გაკეთება შეიძლება დისტანციურადაც - მობილური პროგრამის დახმარებით.

კიდევ ერთი სიახლე: ხმოვანი მართვა. შეგიძლიათ შეეკითხოთ მაცივარს, თუ რა ამინდია გარეთ, რომელი საათია, შეავსოთ სპეციალური ბრძანებით პროდუქტების სია და გააფორმოთ შეკვეთაც ონლაინ მაღაზიებში.


ზევით