არ არის გაყიდვაში

ახალი Meizu M5s მეტალის კორპუსით!

28.12.2016

NEWS_720X272


ოქტომბერში დაანონსებული ბიუჯეტური სმარტგონი Meizu M5 შეიძლება გამოვიდეს ახალ ვერსიაში - მეტალის კორპუსში. გაყიდვაში ახალი ტელეფონი სავარაუდოდ Meizu M5s სახელით შემოვა.

რა ვიცით:

ვიზუალურად Meizu M5s ძალიან ჰგავს წინამორბედს M3s. დისპლეის დიაგონალი გაიზარდა 5.2”-მდე, თუმცა 1280x720 HD-გარჩევადობა უცვლელი დარჩა. ჩიპსეტი 8-ბირთვიანია და 1,3 Ghz-იანი.

სმარტფონს ექნება 3 მოდიფიკაცია: 2/3/4 GB ოპერატიულითა და შესაბამისად 6/32/64 GB შიდა მეხსიერებით. ასევე, შეძლება მეხსიერების გაზრდას microSD სლოტის დახმარებით, რომელიც იტევს მაქსიმუმ 128 GB-იანი მეხსიერების ბარათს.

ძირითადი კამერა - 13 MP , ფრონტალური - 5 MP, ხოლო აკუმულატორის ტევადობა შეადგენს 2930 mAh, როცა კორპუსის სისქე 8.4 მმ-ია. მოდელს ექნება თითის ანაბეჭდის სკანერიც.

რას უნდა ველოდოთ:

ჯერჯერობით გამოსვლის თარიღი და ფასი უცნობია. სავარაუდოდ ახალ სმარტფონს იანვარში ვიხილავთ. მისი ძირითადი კონკურენტი, Xiaomi -ს ბიუჯეტური ახალი Redmi 4 გახდება. მას უფრო მძლავრი აკუმულატორი აქვს, თუმცა, მეხსიერების მოცულობაში Meizu M5s იგებს. (64 GB)

ზევით