არ არის გაყიდვაში

Kissenger- ქეისი, რომელიც დისტანციურად გადასცემს კოცნას

27.12.2016

Statia_720X272

ბრიტანულმა კომპანიამ Imagineering Lab შექმნა სმარტფონის ქეისი, რომელიც დისტანციურად გადასცემს მომხმარებლის კოცნას

როგორ მუშაობს:

ქეისი წარმოადგენს სმარტფონის კორპუსის სადგამს სპეციალური განყოფილებით, სილიკონის ტუჩებით. ეს ტუჩები აღჭურვილია მოძრავი სენსორებით, რომლებიც “იმახსოვრობენ” მომხმარებლის კოცნას და აგზავნიან მას სხვა სმარტფონზე, იდენტურ ქეისზე. ასე რომ ადამიანს შეუძლია მიიღოს კოცნა დისტანციურად, სპეციალური აპლიკაციის დაყენებით და, რა თქმა უნდა, ქეისის გამოყენებით.

რა დამატებითი ფუნქციები აქვს ქეისს:

კოცნის გადაცემის გარდა, გაჯეტი აგროვებს ინფორმაციას მომხმარებელზე. ზომავს მის პულსს, წნევას, რეაქციას კოცნაზე. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ დეველოპერებს შეუძლიათ კიდებ უფრო გააუმჯობესონ მოწყობილობის მუშაობის სიზუსტე. მწარმოებლების თქმით, მალე ქეისი გაივლის ტიურინგის ტესტს და ელექტრონულ კოცნას ვეღარ გავარჩევთ ნამდვილისგან.

ვინ იცის, შეიძლება ეს მომავალი ჰუმანოიდი რობოტის, ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი გახდეს?

kissenger-


ზევით