არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy S8: მოლოდინის რეჟიმში

29.11.2016

NEWS


Samsung Note 7
-ის ფიასკოს მერე, მთელი მსოფლიო ელოდება, როგორი იქნება კორეული გიგანტის შემდეგი მოდელი.

A-concept-to-admire-Samsung-Galaxy-S8S8-edgeახალი ფლაგმანის, Galaxy S8-ის ანონსი, დაგეგმილია 2017 წლის თებერვლისთვის. 
მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელის ზომები იქნება 5.1”, ეკრანი დაცული იქნება Corning Gorilla Glass 5 მინით.

პროცესორი - Qualcomm Snapdragon 830 ან Exynos 8895 Octa, მოწყობილობა იმუშავებს ანდროიდზე: Android v7.0 . ოპერატიული მეხსიერება 6 GB, შიდა მეხსიერება - 64/128 GB, ინტერნეტში ვრცელდება აზრი, რომ 256 GB ვერსიაც იქნება შეთავაზებაში.

Samsung-Galaxy-S8-640x383სამსუნგ S8-ის ძირითადი კამერა იქნება ორმაგი, 12MP-იანი, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორით და ფაზური ავტო ფოკუსით. ამ კამერით იქნება შესაძლებელი HDR სურათებისა და 4K ვიდეოს გადაღება. 

არსებობს ვარაუდი, რომ ახალ სმარტფონში ღილაკი “home” გაუქმდება.

მთავარი ინტრიგა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, S8-ში იქნება ჩაშენებული გაუმჯობესებელი ხმის ასისტენტი, შექმნილი “ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს, მოწყობილობის მართვაში.

სმარტფონი სერიფიცირებულია IP68 სტანდარტით: შეუძლია 30 წუთის განმავლობაში გაძლოს წყლის ქვეშ, 1,5 მეტრზე.
 

samsung81920


ზევით