არ არის გაყიდვაში

ახალი ინოვაციური YOGA!

14.11.2016
Lenovo_Yoga_720X2722


1IFA 2016 გამოფენაზე კომპანია Lenovo-მ წარმოადგინა უნიკალური პორტატული ნოუთბუქი Lenovo Yoga Book.

ახალი მოდელის მთავარი თავისებურება არის ბრტყელი სენსორული კლავიატურა. მისი სენსორები მგრძნობიარეა დაწოლის მიმართ.

ზუსტად ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის არა მარტო ტექსტის აკრეფვისთვის, არამედ ხატვისთვისაც (ამისათვის ნოუთბუქს კომპლექტში მოყვება სპეციალური კალამი - Wacom, რომელსაც არ სჭირდება დატენვა).

1

9,6 მმ -ის სისქის კომპაქტურ კორპუსში მოთავსებულია Intel Atom x5 პროცესორი, 4 GB ოპერატიული მეხსიერება და 64 GB -იანი შიდა მეხსიერება. ნოუთბუქი არის საკმაოდ კომპაქტური, მისი დიაგონალი არ აღემატება 10,1 ინჩს. აქვს მაღალი გარჩევადობის ეკრანი აქვს - 1920х1080 (Full HD).
lenovo-yoga-book-feature-awesome-specs-android
ლეპტოპის ინტერფეისი Book UI საკმაოდ კომფორტულადაა მოწყობილი მომხმარებლისთვის და შესაბამისად წარმოადგენს მის მთავარ პლიუს.

ის უზრუნველყოფს ერთდროულ მუშაობას რამდენიმე აპლიკაციაში სხვადასხვა ფანჯრებში. ამ ფანჯრების ზომას და მდებარეობას ეკრანზე აკონტროლებს მომხმარებელი. Book UI-ის ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე: Android 6.0-ზეც და Windows 10-ზეც.
lenovo-yoga-book-feature-keyboard-android
 

ნოუთბუქში ჩართულია მობილური მოწყობილობების უსადენო კავშირის ყველა სახეობა. მას გააჩნია nano-SIM ბარათის მხარდაჭერა (შესაბამისად აქვს 2G/3G/4G (LTE) ), Wi-Fi (802.11 a/b/g/n/ac), Bluetooth და GPS. ხოლო HDMI - პორტის დახმარებით შესაძლებელია გამოსახულების გადატანა დიდ ეკრანზე.

Yoga Book-ის მყარე კორპუსი მაგნიუმისა და ალიუმინისგან არის დამზადებული. მისი სისქე მხოლოდ 9,6 მმ-ია, ხოლო წონა - 690 გრ. მწარმოებელი ანდროიდზე მომუშავე ვერსიას გვთავაზობს ორ ფერში: პირველი - ნაცრისფერი (Gunmetal Grey) და მეორე ოქრპსფერი (Champagne Gold), ხოლო Windows 10-ზე შექმნილია მხოლოდ შავი ვერსია (Carbon Black).

ნოუთბუქი აღჭურვილია Li-Ion აკუმულატორით, რომლის მუშაობა ავტონომიურ რეჟიმში არის 15 საათამდე (Android) და 13 საათი (Windows).
lenovo-yoga-book-feature-intel-android
მისი ფასი ამჟამად $499,99


ზევით