არ არის გაყიდვაში

Moto M-ის და Lenovo P2-ს სპეც ვერსიის ანონსი 8 ნოემბერს!

04.11.2016
Lenovo_News

8 ნოემბერს, ქალაქ გუანჩჟოუში გაიმართება Moto M-ის პრეზენტაცია, ასევე ჩატარდება Lenovo P2-ის სპეციალური ვერსიის ანონსი..

lenovo-p2r მიუხედავად საკმაოდ დიდი აკუმულატორისა (5100 mAh მოცულობით), ლენოვოს კორპუსის ზომები არის საკმაოდ მცირე, 153 х 76 х 8,3 მმ. დამზადებულია მეტალისგან. ეკრანის დიაგონალი - 5.5” (Full HD), პიქსელების სიმჭიდროვე 401 ppi, Super AMOLED ტექნოლოგია, 2,5D-დამცავი მინით. მოსალოდნელია, რომ მოდელს ექნება 1,5 W-იანი მძლავრი დინამიკი, 3,5 მმ აუდიო პორტი, ხმის გამაძლიერებელი, ორი მიკროფონი.

მოდელს ექნება ან 3 ან 4 GB ოპერატიული მეხიერება და 32 შიდა მეხსიერების მოცულობა, რომლის გაზრდასაც შეძლებთ 128 GB -იანი მეხსიერების ბარათით. 13 MP- იანი ძირითადი კამერა დამზადებულია Sony -ის სენსორზე IMX258, ხოლო ფრონტალურ 5 MPიან კამერას აქვს ფიქსირებული ფოკუსი.
საუბრის რეჟიმში სმარტფონი იმუშავებს 78 საათი! აქვს სწრაფი დატენვის ტექნოლოგიაც.

Moto_M_


 motorola-moto-mr Moto M
-ის მახასიათებლები უკვე ცნობილია. მთავარი ასპექტები: 5,5”-იანი ეკრანი (1920х1080 ) დაფარულია Gorilla Glass 4 დამცავი მინით, აქვს პროცესორი MediaTek MT6755, 4 GB ოპერატიული და 3000 mAh აკუმულატორი.

კამერა პიქსელების რაოდენობით გაასწრო ლენოვოს მოდელს. - 16 MP- ძირითადი და 8 MP- ფრონტალური.
სამწუხაროდ, Moto M Plus-ის მახასიათებლები ჯერ კიდევ უცნობია.

 


ზევით