არ არის გაყიდვაში

Apple-ის ახალი ქმნილება: MacBook Pro (2016)

31.10.2016
New_macbook_pro_720X272

საშემოდგომო დღესასწაულზე Apple-მა წარადგინა Mac ხაზის ახალი ნოუთბუქები და PC.
აღსანიშნავია, რომ პირველი PowerBook იყო გამოშვებული ზუსტად 25 წლის წინ. ასე რომ ეს Apple-ის საიუბილეო წელია.

ახალი მოდელების მთავარი თავისებურება სენსორული კლავიატურის ზედა ნაწილში განთავსებული OLED-პანელი (TouchBar) გახდა.
TouchBar აკონტროლებს სიკაშკაშეს, ხმას, გააჩნია სისტემის კონტროლის სხვადასხვა ფუნქციები.
Safari-ში პანელდან შეგვიძლია ყველა ჩანართის კონტროლი და სმაილების არჩევა.


ახალი მოდელები უფრო მსუბუქია. 13,3”იანი მოდელს გააჩნია ალუმინის 14,9 მმ სისქის კორპუსი, წონით 1,3 კგ, ხოლო , 15,4”იანი იწონის 1,8 კგ, კორპუსის სისქე კი 15,5 მმ-ია. MacBook Pro (2016)-ის სენსორული პანელი ორჯერ გაზარდეს და მინისგან დაამზადეს. პანელს Force Touch-ის ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს. დინამიკების დინამიური დიაპაზონიც გაიზარდა. ახლა ხმის დონე 58%ით მეტია და ბასების 2,5ჯერ უფრო მძლავრი.


პირველად, Apple -ის ნოუთბუქებში გამოიყენეს დაქტილოსკოპური სენსორი! სკანერი განსაზღრავს კონკრეტულად, რომელი მომხმარებლის თითია და მომენტალურად რთავს შესაბამის ექაუნთს.

15,4”იან მოდელს აქვს Intel Core i7 (2 133 MHz) , ხოლო პატარა, 13,3”იან ვერსიაში იქნება ან Core i5-ზე ან Core i7-ზე. ახალი მოდელები მუშაობენ macOS Sierra ბაზაზე. გააჩნიათ აკუმულატორი .10 საათიან ავტონომიურ მუშაობაზე გათვლილი.


ზევით