არ არის გაყიდვაში

რას უნდა ველოდეოთ Microsoft-ის პრეზენტაციისგან 26 ოქტომბერს?

25.10.2016
NEws

ხვალ, 26 ოქტომბერს, ნიუ-იორკში ჩატარდება Microsoft-ის საშემოდგომო პრეზენტაცია.

დღის მთავარი თემა:

მონობლოკი Microsoft Surface PC

ქსელში ვრცელდება ვარაუდები, რომ Microsoft მუშაობს თავის ახალ მოწყობილობაზე Surface - PC მონობლოკზე. მოსალოდენლია სამი ვერსია: 21, 24 და 27 დიუიმიანი. ვარაუდის დასტური - ახალი საფირმო კლავიატურის სურათები. ეს კლავიატურა მონობლოკის კომპლექტაციაში შევა, იმუშავებს Bluetooth 4.0 Low Energy-ზე

Microsoft-Surface-AIO

Windows 10 -ის განახლება

სავარაუდოდ, Microsoft -ილაპარაკებს Windows 10-ის ახალ თვისებებზე. გვაჩვენებენ ახალ ტელეფონებს ან ნოუთბუქებს Windows 10-ის განახლებული ვერსიით.

2

Windows Store-ში Win32 ის თამაშები ჩაემატება

პირველი Win32-პროგრამები უკვე დიდი ხანია განთავსებულია Windows Store-ში. ამჟამად, შეიძლება თამაშებიც ჩაემატება. იმის გათვალისწინებით რომ ველოდებით Surface PC-ის ანონსს, ეს საინტერესო ფუნქცია ხდება.
Microsoft მჭიდროდ თანამშრომლოს Win32-თვის კლასიკური თამაშების მწარმობელბებთან. შესაძლოა ახალ მომავალში, Windows Store-ში გამოჩნდეს Age of the Empires ან The Settlers.

Microsoft Band სამაჯურებბი და Surface Phone აღარ იქნება!

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია რომ წელს, Microsoft Band ტრეკერის პროექტი შეჩერებულია.

იგივე სიტუაციაა Surface Phone სმარტფონებზეც, რომელებიც უნდა გამხდარიყო აიფონის კონკურენტი. დადის ჭორები, რომ ახალი მოდელს, მომხმარებელი ვერ იხილავს 2017 წლის დასასრულამდე.

პრეზენტაცია შეიძლება ასევე ეხებოდეს შემდეგ ასპექტებს:

ღონისძიების სიურპრიზი შეიძლება გახდეს სახლის ასისტენტი HomeHub - Amazon Echo-ს სტილში შესრულებული დინამიკი, რომელიც იმუშავებს Google Home-ის მსგავსად. ასევე, პრეზენტაციაზე, კომპანიის წარმომადგენლები გაგვახარებენ Surface Pro 4 და Surface Book-ის მოდელების მოდერნიზებული ვარიანტებით.

5


ზევით